გაკვეთილი 15 - პირდაპირი სინათლის გავრცელების ოთხი ეტაპი
ამ გაკვეთილზე თქვენ გაეცნობით შექმნის ჩანაფიქრს და მიღების სურვილის განვითარების პროცესს. ჩვენ გამოვიკვლევთ, თუ როგორ გადის პირდაპირი სინათლე ოთხ სხვადასხვა ეტაპს, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს სულიერი სურვილის ფორმირების ფაზას.
სლაიდი № 2
ჰარი (რაბი იცხაკ ლურია აშკენაზი)
„სიცოცხლის ხე“
იცოდე, მანამ, სანამ შეიქმნებოდნენ ქმნილებები და გაჩნდებოდნენ გაჩენილები,
იყო მხოლოდ უმაღლესი, მთელი რეალობის შემავსებელი უბრალო სინათლე,
და არ იყო არავითარი თავისუფალი, შეუვსებელი, ცარიელი ადგილი –
მხოლოდ ეს უსასრულო, უბრალო სინათლე ავსებდა ყველაფერს.
და არ გააჩნდა მას არც თავი და არც ბოლო,
არამედ, იყო ერთი, უბრალო, თანაბარი, განუყოფელი სინათლე
და მას ერქვა “უსასრულო სინათლე“.
სლაიდი № 3
და როდესაც აღეძრა მას უბრალო სურვილი,
რომ გაეჩინა სამყაროები და შეექმნა ქმნილებები,
გამოევლინა თავისი სრულყოფილება,
რაც იყო სამყაროების შექმნის მიზეზი,
აი, მაშინ შეკვეცა თავისი თავი უსასრულომ, ცენტრალურ წერტილში
და შეიკუმშა სინათლე და განერიდა,
დასტოვა შუაში ცარიელი, შეუვსებელი სივრცე.
სლაიდი № 4
და თანაბარი იყო სინათლის შეკუმშვა ცენტრალური ცარიელი წერტილის გარშემო,
ისე, რომ ცარიელმა ადგილმა მრგვალი ფორმა მიიღო,
რამდენადაც ასეთი იყო სინათლის შეკვეცა,
და აი, ამ შეკვეცის შემდეგ,
როდესაც უსასრულო სინათლით შევსებული სივრცის ცენტრში
დარჩა მრგვალი სიცარიელე,
მხოლოდ მაშინ გაჩნდა ადგილი,
სადაც შესძლებდნენ არსებობას შექმნილნი (ნეცალიმ), გაჩენილნი (ნივრაიმ), წარმოქმნილნი (ეცურიმ). და გამოეყო უსასრულო შუქიდან მისი ერთი სხივი,
ზემოდან ქვემოთ,
დაეშვა ამ ცარიელი სივრცის შიგნით
სლაიდი № 5
და გამოეყო უსასრულო შუქიდან მისი ერთი სხივი,
ზემოდან ქვემოთ,
დაეშვა ამ ცარიელი სივრცის შიგნით
და ამ სხივის გავლით დაარსა, გააჩინა, შექმნა, გააკეთა
აბსოლუტურად ყველა სამყარო.
ამ ოთხი სამყაროს შექმნამდე
იყო უსასრულო ერთი და სახელი მისი ერთი ისეთ საოცარ და უჩინარ ერთიანობაში,
რომ არ ძალუძთ ქმნილებებს, რომ ჩაწვდნენ მის უსასრულო სრულყოფილებას,
არ ძალუძს არავითარ შექმნილ გონებას, რომ შეიცნოს იგი,
იმიტომ, რომ არა აქვს მას არც ადგილი, არც საზღვარი და არც სახელი.
- ჰარი. სიცოცხლის ხე. ნაწილი 1, კარი 1.
სლაიდი № 6
განზრახვა სწავლის დროს
და უნდა ვიკითხოთ:
რატომ დაავალდებულეს კაბალისტებმა თითოეული, შეესწავლა კაბალის მეცნიერება?
თუმცა, ამაში იმალება დიდი და ღირსშესანიშნავი საიდუმლო,
რადგან არსებობს შეუფასებლად საოცარი თვისება მათთვის, ვინც სწავლობს კაბალას მეცნიერებას, და მიუხედავად იმისა, რომ ვერ იგებენ იმას, რასაც სწავლობენ,
მაგრამ ძლიერი სურვილისა და სწრაფვის წყალობით, რომ გაიგონ შესწავლილი მასალა, ისინი იწვრთნიან თავიანთ სულებზე ნათელს, რომელიც მათ გარშემოა.
- ბაალ ჰასულამი „ათ სფირის სწავლის წინასიტყვაობიდან, პუნქტი 155“
სლაიდი № 7
და... ნათელს, რომელსაც ის იღებს კვლავ და კვლავ სწავლის დროს,
იზიდავს მას უმაღლესი მშვენიერებით და აღავსებს მის სულს სიწმინდით,
რაც ბევრად მეტად აახლოებს ადამიანს სრულყოფილების მიღწევასთან.
- ბაალ ჰასულამი „ათ სფირის სწავლის წინასიტყვაობიდან, პუნქტი 155“
სლაიდი № 8
შესავალი მეცნიერება კაბალაში
5. და ამიტომ საჭიროა ოთხი სტადია (ბხინოთ),
რაც სახელ ჰავაია-ში არის,
რომელთაც ეწოდებათ
ხოხმა, ბინა, თიფერეთ (=ზეირ ანპინ), მალხუთ.
რადგან პირველი სტადია (ბხინა ალეფ), რომელსაც „ხოხმა“ ეწოდება, სინამდვილეში
შეიცავს მთელ შექმნილ არსებებს, სინათლეს და ჭურჭელს (ქლი),
რადგან მასში არსებობს უზარმაზარი სურვილი მიიღოს მთლიანი სინათლის სიჭარბე,
რაც მასშია და რასაც ეწოდება „ორ ხოხმა“ (სიტყვასიტყვით„ “სიბრძნის სინათლე“),
ან „ორ ხაია“ („სიცოცხლის ნათება“), რადგან ეს არის მთელი სიცოცხლის სინათლე ქმნილებაში,
შესამოსილი მის ჭურჭელში. თუმცა, ეს პირველი სტადია (ბხინა ალეფ) მაინც ითვლება მთლიანად სინათლედ,
ხოლო ჭურჭელი (ქლი) მასში თითქმის არ არის გამოვლენილი,
რადგან შერეულია სინათლესთან და გაუქმებულია,
როგორც სანთელი ჩირაღდნის წინ.
სლაიდი № 9
და მის შემდეგ მოდის მეორე სტადია (ბხინა ბეთ), და ეს იმიტომ, რომ ქლი ხოხმა განვითარების ბოლოს გაძლიერდა მისწრაფებაში დამსგავსებოდა უმაღლეს სინათლეს, რაც მასშია – ანუ მასში იღვიძებს სურვილი გასცეს შემოქმედისადმი, სინათლის ბუნების შესაბამისად, რომელიც მასშია – გასცეს ყველაფერი. და მაშინ, ამ სურვილის წყალობით, რომელნაც მასში გაიღვიძა, მასზე მიიზიდება შემოქმედისგან ახალი სინათელე, რომელსაც უწოდებენ "ორ ხასადიმ" (სიტყვასიტყვით „მოწყალების სინათლე“).
და ამის შედეგად ის თითქმის მთლიანად თავისუფლდება ხოხმას სინათლისგან, რომლითაც მას ავსებდა შემოქმედი, რადგან ხოხმას სინათელე შეიძლება მიიღოს მხოლოდ მის ჭურჭელში (ქლიში), რომელიც წარმოადგენს უზარმაზარ სურვილს, მიიღოს მთელი თავისი სისავსით, როგორც ზემოთ ითქვა.
სლაიდი № 10
ამგვარად, სინათლე და ჭურჭელი (ქლი) მეორე სტადიაზე მთლიანად განსხვავდება პირველი სტადიისგან, რადგან მისი ჭურჭელი (ქლი) არის სურვილი გაცემისა, ხოლო მის შიგნით არსებული სინათელე აღიქმება როგორც "ორ ხასადიმ" (მოწყალების სინათლე) – ანუ სინათლე, რომელიც გაჩნდა ქმნილებისა და შემოქმედის შერწყმის (דבקות – დვეკუთ) ძალით, რადგან სურვილი გაცემისა
მოიყვანს მას თვისებათა მსგავსებაში შემოქმედთან , ხოლო სულიერებაში თვისებათა მსგავსება – ეს არის შერწყმა, როგორც ჩვენ უკვე ვისწავლეთ.
სლაიდი № 11
და ამის შემდეგ მოდის მესამე სტადია (ბხინა გიმელ).
რადგან მას შემდეგ, რაც სინათლე ქმნილებაში შემცირდა "სინათლე ხასადიმის "-ის სტადიამდე, რომელშიც სრულიად არ იყი
"სინათლე ხოხმა", როგორც ვიცით "ორ ხოხმა" არის ქმნილებაში სიცოცხლის მთავარი ძალა,
ამიტომ მეორე სტადიამ საბოლოოდ "გაიღვიძა" და თავისკენ მიიზიდა განსაზღვრული დოზა "ორ ხოხმა"-ს სინათლის, რათა ის ანათებდეს "ორ ხასადიმ"-ის შიგნით,
რომელიც მასში იმყოფებოდა. და ამ "გაღვიძებამ" კვლავ მიიზიდა გარკვეული ნაწილი მიღების სურვილისა,
რომელიც წარმოადგენს ახალ თვისებას ჭურჭლისა (ქლი),
რომელსაც ეწოდება მესამე სტადია (თიფერეთი). და მისი შიგნით არსებულ სინათლის თვისებას ეწოდება "ორ ხასადიმ"-ი, "ირ ხოხმას"-ს ნათებით,
რადგან ამ სინათლის ძირითადი ნაწილი არის "ორ ხასადიმ"-ი,
ხოლო მისი უმცირესი ნაწილი – "ირ ხოხმა".
სლაიდი № 12
და ამის შემდეგ მოდის მეოთხე სტადია (ბხინა დალეთ),
რადგან მესამე სტადიის ჭურჭელმაც (ქლიმ) საბოლოოდ გამოიღვიძა და "ორ ხოხმა"-ს სრულად მიღება მოინდომა,
როგორც ეს იყო პირველ სტადიაში. და ამგვარად, ეს გაღვიძება წარმოადგენს მიღების სურვილს, რომელიც იგივე ზომისაა, რაც პირველ სტადიაში, ოღონდ დამატებითი ნამატით. რადგან ახლა ეს უკვე დასრულებული ჭურჭელი (ქლი) და მას ეწოდება „მალხუთი“.
- ბაალ ჰასულამი „შესავალი მეცნიერება კაბალაში“
სლაიდი № 13

სლაიდი № 14

სლაიდი № 15

სლაიდი № 16

სლაიდი № 17

სლაიდი № 18

სლაიდი №19

სლაიდი № 20
იგავი სტუმარზე და მასპინძელზე
მე აგიხსნით ამას ჩვენი სამყაროს მაგალითით, რადგან ბუნებრივია ადამიანისთვის, რომ უყვარდეს და აფასებდეს გაცემის თვისებას და უაღრესად არასასიამოვნოდ და მნიშნველოვნად მდაბლად მიიჩნევეს მიღებას ამხანაგისგან. ამიტომ, როდესაც ადამიანი მიდის მეგობრის სახლში სტუმრად და ის სთავაზობს მას საჭმელს, თუნდაც სტუმარი ძალიან მშიერი იყოს, ის უარს იტყვის ჭამაზე, რადგან მის თვალში უსიამოვნო და მდაბალია, რომ იყოს ის, ვინც იღებს საჩუქარს ამხანაგისგან.
სლაიდი № 21
თუმცა, თუ მეგობარი დაჟინებით სთხოვს მას კვლავ და კვლავ, ასე, რომ საბოლოოდ ნათელი ხდება, რომ თუ ის მიირთმევს, დიდ სიამოვნებას მიანიჭებს მეგობარს, მაშინ ის ნებდება და თანხმდება ჭამას. რადგან ის უკვე აღარ აღიქვამს საკუთარ თავს როგორც საჩუქრის მიმღები და მეგობარს – როგორც გამცემი, პირიქით: რადგან ის აძლევს მეგობარს და მას სჩუქნის თავისი მიღებითაც კი.
სლაიდი № 22
ამგვარად, შენ ხედავ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შიმშილისა და მადას გრძნობა არის ჭურჭელი (ქლი) საკვების მისაღებად და ამ ადამიანს ნამდვილად ჰქონდა შიმშილის და მადის საკმარისი ზომა, რომ მიეღო მეგობრის საჩუქარი, ის მაინც ვერ ახერხებდა მის მიღებას სირცხვილის გამო. მაგრამ როდესაც მეგობარი იწყებს მის დაყოლიებას, ხოლო ის კვლავ უარს ამბობს, მაშინ მის შიგნით იწყება ახალი ჭურჭლის (ქელიმის) ფორმირება მიღებისთვის…
სლაიდი № 23
იმ დონემდე, რომ ის უკვე შეძლებს წარმოიდგინოს, რომ გაუწევს დიდ სამსახურს და მიანიჭებს უზარმაზარ სიამოვნებას მეგობარს იმით, რომ მიირთმევს მისგან და მაშინ იბადება მასში მიღების ჭურჭელი (келим) მეგობართან ტრაპეზისთვის. ახლა უკვე ითვლება, რომ მისი თავდაპირველი უარის ძალა გახდა მთავარი მიმღები ჭურჭელი (ქლი) ამ ტრაპეზისთვის და არა უბრალოდ შიმშილი და მადა, თუმცა ისინი, ფაქტობრივად, ჩვეულებრივი მიღების ჭურჭელია (ქელიმ). რადგან მეგობრის დაყოლიების ძალა და მისი საკუთარი უარის ძალა, რაც უფრო იზრდება, უფრო და უფრო გროვდება, საბოლოოდ ის იმდენად გროვდება, რომ შეძლოს მისი მიღების თვისების გაცემის თვისებად გარდაქმნა.
სლაიდი № 24

სლაიდი № 25








