გაკვეთილი 31. კაბალისტური მუსიკა

გაკვეთილი 31. კაბალისტური მუსიკა

გაკვეთილის შინაარსი
მასალა

გაკვეთილი 31

კაბალისტური მუსიკა

შერჩეული ამონარიდებები წყაროებიდან

სლაიდი 2-4

ბაალ ჰასულამი, „სიბრძნის ნაყოფი. საუბრები“, „სიმღერებისა და მუსიკისგან მიღებული სიამოვნება“

„მელოდიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ის სულიერსა და მატერიალურს შორის შუალედურია. ანუ ყველაფერი, წარმოსახვითი რაც გონებაში აღიქმება, ყველაფერი, რაც გულს შეუძლია იფიქროს და მოიფიქროს, რაც პირს შეუძლია თქვას და ყურს ესმოდეს - გულში მოქმედი მთავარი ძალებია. ამიტომ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისება მატერიალურია და მათში სულიერი ფორმა არ არსებობს. რადგან თუ ისინი მატერიალური არ იქნებოდა, მატერიალურ ქმნილებაში შეგრძნებას არ გამოიწვევდნენ.“

სამყაროში არ არსებობს შეგრძნება, რომელიც წარმოსახვასთან არ არის დაკავშირებული. და რადგან წარმოსახვა მატერიალურია, შეგრძნებაც მასთან ერთად მატერიალიზდება. მაგრამ მუსიკით გამოწვეული შეგრძნებები არ ატარებს მატერიალურ ძალას ან მატერიალურ წარმოსახვას, გარდა იმისა, რომ ისინი უერთდებიან შეგრძნებებს, რომლებმაც უკვე გაიარეს ამ ქმნილებაში წარმოსახვის შედეგად და ყველაფერი იქნა დავიწყებული.

და ახლა, მუსიკის კანონის წყალობით, წინა შეგრძნებები ვლინდება, წინა წარმოსახვებთან რაიმე მსგავსების გარეშე. ამიტომ, ისინი სასიამოვნო შეგრძნებებს შეიცავს, თუნდაც ეს შეგრძნებები სევდიანი იყოს. და მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს, ანუ როდესაც ისინი წინა წარმოსახვებთან იყვნენ დაკავშირებული, ისინი ძალიან ბუნდოვანი იყო, მიუხედავად ამისა, ახლა, როდესაც მოქმედებები დავიწყებულია და წარმოსახვები თავის ადგილზე რჩება და მხოლოდ შეგრძნებები ვლინდება, ისინი უფრო მეტად სულიერსა და მარადიულს უკავშირდება.

ამიტომ, მათში დიდი სიამოვნებაა და საერთოდ არანაირი ბუნდოვანება, რადგან მარადისობა, როგორც ცნობილია, სიამოვნების საიდუმლოში რჩება.“


სლაიდი 5-6

ბაალ ჰასულამი. შამათი. „ორი მდგომარეობა“

„...როგორც შემქმნელი არის გამცემი, ასევე სამყარო [მასში მცხოვრები] ახლა მხოლოდ გაცემით არის დაკავებული.

და ეს სევდიან მელოდიას ჰგავს, როდესაც არსებობენ მუსიკოსები, რომლებსაც შეუძლიათ გამოხატონ ის ტანჯვა, რომელზეც ეს მელოდია არის აგებული. ყველა მელოდია ხომ მეტყველების ენას ჰგავს, და მელოდია განმარტავს სიტყვებს, რომელთა გამოხატვაც მას სურდა. და თუ ეს მელოდია ისეთი შთამბეჭდავია მსმენელისათვის, რომ ის ცრემლებამდე მიჰყავს, და თითოეული იცრემლება იმ ტანჯვის გამო, რომელსაც მელოდია გადმოსცემს, მაშინ ამ მელოდიას ჰქვია ნამდვილი „მელოდია“ და მისი მოსმენა ყველას სიამოვნებს.

მაგრამ როგორ შეიძლება, რომ ადამიანებს ტანჯვა სიამოვნებდეთ? მაგრამ რადგან მელოდია ტანჯვას არა აწმყოში, არამედ წარსულში ასახავს - ანუ წარსულში მომხდარი ტანჯვა უკვე დამტკბარია და აღსრულებული - ადამიანებს უყვართ მისი მოსმენა. ეს ხომ განკითხვის დატკბობაზე მიუთითებს - რომ ის, რაც მისთვის ტანჯვა იყო, დამტკბარია. ამიტომ, ეს ტანჯვა მოსასმენად ტკბილია. და მაშინ სამყაროს სახელად „წმინდა შხინა“ ეწოდება.


სლაიდი 7

რაბაში. 238. „პატარძლისა და საქმროს სიხარული“

„...ცეკვისგან მიღებული სიხარული სევდიან მელოდიას ჰგავს, რომლისგანაც ადამიანები იღებენ სიამოვნებას, რადგან ეს მელოდია ფიგურულად წარმოადგენს ტანჯვის კრებულს, რომლის დროც უკვე გავიდა და ახლა ჩვენ ვტკბებით ამ ტანჯვისგან მიღებული სარგებლით. ასევე, ცეკვაში არის სიხარული იმ ფაქტისგან, რომ ყველა აღმავლობისა და დაღმასვლის გავლის შემდეგ და, როგორც არ უნდა იყოს, ისინი მაინც მტკიცედ დგანან თავიანთ ადგილას.“


სლაიდი 8

რაბაში, სტატია 1 (1991), „რას ნიშნავს „არა გვყავს მეფე შენს გარდა“ მუშაობაში?“

„როდესაც ადამიანი ხედავს, რომ სავსეა ნაკლოვანებებით და მისი გული არ ეთანხმება შემქმნელს და გრძნობს, რომ შორს არის შემქმნელისგან და ზოგჯერ ბრძოლის ველიდან გაქცევაც კი სურს, როგორ შეუძლია თქვას, რომ ეს შემქმნელის წყალობაა და ამისთვის შემქმნელს ადიდებდეს? [...]

და ამის შესახებ წერია: „მე მუდამ ვიმღერებ შემქმნელის წყალობაზე“. ანუ, ერთი მხრივ, მას აქვს სიხარული და ამაზე მღერის. მაგრამ მეორე მხრივ, ის ხედავს, რომ უნდა მოინანიოს. ანუ, მან უნდა სთხოვოს შემქმნელს, რომ დაიახლოვოს და მისცეს მას გაცემის სურვილი, რაც მისი მეორე ბუნებაა“.


სლაიდი 9

„ზოჰარი ყველასთვის“, თავი „ვაეხი“, „და ცხოვრობდა იაკობი“, გვ. 117

„გამონათქვამი: „ემსახურეთ შემქმნელს სიხარულით, წარსდექით მის წინაშე სიმღერით“ ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია ემსახუროს შემქმნელს მხოლოდ მაშინ, როდესაც სიხარულშია. შხინა არ გამეფდება სევდაში. ამის შესახებ წერია: „ახლა კი მომიყვანეთ მუსიკოსი (მენაგენ מְנַגֵּן).“ და როდესაც მუსიკოსმა დაუკრა (კე-ნაგენ ჰა-მენაგენ כְּנַגֵּן הַמְנַגֵּן)...“ აქ ძირი „נגן (ნაგენ)“ სამჯერ გამოიყენება სულის გასაღვიძებლად სრულყოფილების წყაროდან“ - ანუ ზეირ ანპინი, რომელიც სამ სტრიქონს შეიცავს, „და ეს არის სრულყოფილი სული“. ძირის „נגן (ნაგენ)“ სამჯერ გამეორება შეესაბამება მის სამ სტრიქონს.


სლაიდი 10

რაბაში, სტატია 7, 1990, „როდის არის ლოცვისა და მადლიერების დრო მუშაობაში“

„შხინა მხოლოდ სიხარულში მკვიდრობს“, როგორც წერია: „და როცა მუსიკოსი უკრავდა, მასზე იყო შემქმნელის სული“. აქედან გამოდის, რომ მთავარია დრო, როდესაც ადამიანი ღირსი ხდება შხინას ყოფნის მდგომარეობის, ეს სწორედ სრულყოფილების დროა. რადგან სწორედ სრულყოფილების დროს დგება დრო, როდესაც ადამიანს შეუძლია მიიღოს ეს საკუთარი სულის ეს თვისებაში“.


სლაიდი 11

რაბი კელონიმუს კალმიშ შაპირა, „ბნეი მახშავა ტოვა“

„მელოდია მხოლოდ სულისა და მისი გრძნობების გარკვეული გამოვლინებაა და ის ვლინდება მეტყველებაში, როდესაც ადამიანი მეგობარს უყვება თავის ფიქრებსა და გრძნობებს მწუხარებისა და სიხარულის შესახებ, და კიდევ უფრო მეტად - მის ხმაში... ამიტომ, მელოდია, იქნება ეს სასიხარულო თუ სიმწარის ხმები, აღვიძებს ადამიანის გრძნობებს, რომლებშიც მისი სულის ნაპერწკლები და ნაწილაკები ვლინდება.“


სლაიდი 12

„ჰარანას საუბრები“ (რაბი ნახმანი ბრესლევიდან), 273

„კარგია ადამიანისთვის, რომ შეეჩვიოს მელოდიით საკუთარი თავის გამოცოცხლებას, რადგან მელოდია დიდი და ამაღლებული რამ არის.“