გაკვეთილი 30: მეგობრების სიყვარული
გაკვეთილი 30
თემა: მეგობრების სიყვარული
წყაროებიდან შერჩეული ამონარიდებები
სლაიდი 2-3
რაბაში. სტატია 6 (1984) „ამხანაგების სიყვარული – 2“
თუ იკრიბება რამდენიმე ინდივიდი, რომლებსაც აქვთ მცირე ძალა, [რომელიც არწმუნებს] მათ, რომ ღირს ეგოისტური სიყვარულის მიტოვება, მაგრამ მათ არ გააჩნიათ სრული ძალა და მნიშვნელობა, იმისათვის რათა დამოუკიდებელნი იყვნენ, გარე დახმარების გარეშე და ყველა ეს ადამიანი თავს აუქმებს ერთმანეთის წინაშე, ანუ რადგან ყველას პოტენციურად აქვს სიყვარული შემქმნელის მიმართ, მაგრამ პრაქტიკულად მათ არ შეუძლიათ ამის გაცნობიერება, მაშინ, იმის წყალობით, რომ თითოეული ადამიანი შედის ჯგუფში (საზოგადოებაში) და თავს აუქმებს ჯგუფის წინაშე, იქმნება ერთი სხეული. რომელიც შედგება, მაგალითად, ათი ადამიანისგან დცა მაშინ ამ სხეულს ათჯერ მეტი ძალა გააჩნია, ვიდრე მარტო მყოფს გააჩნდა.
თუმცა, ეს იმ პირობით, რომ როდესაც ისინი შეიკრიბებიან, თითოეული მათგანი იფიქრებს იმაზე, რომ ის ახლა საკუთარი თავის სიყვარულის გაუქმების მიზნით მოვიდა, ანუ იმისთვის, რომ ახლა არ იფიქროს იმაზე, თუ როგორ დააკმაყოფილოს თავისი მიღების სურვილი, არამედ ახლა, რამდენადაც შეუძლია, მხოლოდ მოყვასის სიყვარულზე იფიქროს. [რადგან] მხოლოდ ამის მეშვეობით შეუძლია მას მოიპოვოს სურვილი და საჭიროება, შეიძინოს ახალი თვისება, რომელსაც გაცემის სურვილი ეწოდება. ამხანაგების სიყვარულიდან კი მას შეუძლია შემქმნელის სიყვარულს, ანუ შემქმნელისთვის სიამოვნების მინიჭების სურვილს მიაღწიოს.
სლაიდი 4
ბაალ ჰასულამი, წერილი 47
„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მეგობარების სიყვარულის ეფექტურობას - ყოველ შემთხვევაში, ამ დროში - რადგან ამაზეა დამოკიდებული ჩვენი არსებობის უფლება და ამით იზომება ჩვენი ახლოს მყოფი წარმატება.
ამიტომ, განთავისუფლდით ყოველგვარი მოჩვენებითი საქმიანობისაგან და მიეცით გული სწორი აზრების ფიქრს და სწორი ხერხების გამოგონებას, რათა თქვენი გულები ერთ გულად გააერთიანით და შესრულდება თქვენში ნათქვამი: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ თავის უბრალოებაში. [...] და განწმენდილი იყავით სიყვარულზე ფიქრით, რომელიც ყველა ცოდვას (დანაშაულს) დაფარავს და გამომცადე ამაში და დაიწყე სიყვარულში გაერთიანებას ჭეშმარიტი ზომით, და მაშინ იხილავ და სასა იგემებს“.
სლაიდი 5
რაბაში, სტატია 7, იმის მიხედვით რაც ახსნილია „გიყვარდეს მოყვასი შენი“-სთან დაკავშირებით 1984
...ვისაც სურს შეასრულოს წესი: „გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“, რომლის მთელი მიზანიც იმაში მდგომარეობს, რომ მიატოვონ ეგოისტური სიყვარული და მიიღონ სხვა ბუნება, კერძოდ კი მოყვასის სიყვარული. და თუმცა, ეს არის მცნება, რომელიც უნდა შესრულდეს და ადამიანს შეუძლია აიძულოს საკუთარი თავი, მაგრამ სიყვარული გულის განკარგულებაში (გულისთვისაა გადაცემული), გული კი ბუნებრივად არ ეთანხმება ამას. მაშ, რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, რომ ,მის გულში მოყვასის სიყვარული გაჩნდეს?
სლაიდი 6-7
რაბაში, წერილი 40
„ყოველი საჩუქარი, რომელსაც აჩუქებს მეგობარს ... ჰგავს ტყვიას, რომელიც ნაპრალს ქმნის ქვაში და თუმცა პირველი ტყვია ქვაში მხოლოდ ნაკაწრს აკეთებს, მეორე ტყვია, რომელიც იმავე ადგილას ხვდება, უკვე ჭრილს ქმნის , ხოლო მესამე - ხვრელს.
და ამ ტყვიების სიმრავლით ეს ხვრელი ვითარდება და ღრუდ იქცევა მისი მეგობრის ქვის გულში, სადაც ყველა საჩუქარი იკრიბება. და ყოველი საჩუქრიდან სიყვარულის ნაპერწკლები ჩნდება, სანამ სიყვარულის ყველა ნაპერწკალი არ შეგროვდება ქვის გულის ღრუში და ის არ აალდება. და განსხვავება ნაპერწკალსა და ცეცხლს შორის იმაშია, რომ სადაც სიყვარულია, იქ არის გამოვლინება გარე სამყაროსთვის, რაც ნიშნავს გამოვლენას ყველა ხალხისთვის, რომ სიყვარულის ცეცხლი ანთია მასში. და სიყვარულის ცეცხლი ყველა დანაშაულს წვავს თავის დედა გზაზე."
სლაიდი 8-9
რაბაში, წერილი 40
"გულების ხახუნით, თუნდაც ეს გმირთა გულები იყოს, თითოეული ასხივებს სითბოს გულის კედლებიდან და სითბო წარმოქმქმნის სიყვარულის ნაპერწკლებს, სანამ სიყვარულის სამოსს არ შექმნიან, შემდეგ კი ორივე დაიფარება ერთი საფარით, ანუ ორივეს ერთი სიყვარული გარემოიცვას და დაფარავს, რადგან ცნობილია, რომ შერწყმა ორ არსს ერთში აერთიანებს.
და როდესაც ის იწყებს მეგობრის სიყვარულის შეგრძნებას, მასში მყისვე იღვიძებს სიხარული და სიამოვნება.
რადგან ის, რომ მეგობარს უყვარს ის, ეს მისთვის ახალია, რადგან ყოველთვის ფიქრობდა, რომ მარტო ის ზრუნავდა მეგობრის ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე. მაგრამ როგორც კი აღმოაჩენს, რომ მეგობარი მასზე ზრუნავს, ეს მასში ენით აღუწერელ სიხარულს აღვიძებს და მას უკვე აღარ ძალუძს მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვა, რადგან ადამიანს შეუძლია ძალისხმევა მხოლოდ იქ ჩადოს, სადაც სიამოვნებას განიცდის. და რადგან ის იწყებს მეგობარზე ზრუნვისგან სიამოვნების განცდას, მას არ შეუძლია საკუთარ თავზე იფიქროს“.
სლაიდი 10
ბაალ ჰასულამი, „შამათი“, სტატია 225, „საკუთარი თავის ამაღლება“
ადამიანს არ შეუძლია აამაღლოს საკუთარი თავი თავისივე წრის ზემოთ (თავისი წრე გაარღვიოს). ამიტომ ის ვალდებულია, რომ თავისი გარემოცვისაგან ისაზრდოოს და სხვა რჩევა არ გააჩნია, არამედ თორაში გაისარჯოს და დიდი ძალისხმევა გამოიჩინოს.
ამიტომ, თუ ადამიანი თავისთვის კარგ გარემოცვას ირჩევს, ამით ის დროსა და ძალისხმევას იგებს, რადგან თავისი კარგი გარემოცვის კვალს მისდევს.