შესავალი ცნებაში „ათეული“

შესავალი ცნებაში „ათეული“

„ათეულის“ ცნების განმარტება და მისი წარმოშობა წყაროებში | ათეულში ერთად მუშაობის ძირითად პრინციპებსა და დამოკიდებულებების შესავალი.

გაკვეთილის შინაარსი
მასალა

გაკვეთილი 29

თემა - შესავალი ცნებაში „ათეული“

წყაროებიდან შერჩეული ამონარიდები


სლაიდი 2-4

ბაალ ჰასულამი, ათი სეფიროთის სწავლების წინასიტყვაობა, პუნქტი 4

რადგან ჭეშმარიტია ეს და სრულიად მართალი, რომ შემქმნელი თავად დებს ადამიანის ხელს კარგ ბედზე, იმით, რომ აძლევს მას სიამოვნებასა და სიხარულს ტანჯვითა და ტკივილით აღსავსე, ყოველგვარ აზრს მოკლებულ მატერიალურ ცხოვრებაში. ის გარდაუვლად მოწყდება და გაექცევა ამ ცხოვრებას, როგორც კი აჩვენებენ თუნდაც ნაპრალიდან გამოჩენილ რაიმე მშვიდ ადგილს, სადაც შეუძლია გაექცეს ამ სიკვდილზე უფრო გაუსაძლის ცხოვრებას. და არ არსებობს შემქმნელისგან ადამიანისთვის ამაზე უფრო დიდი მითითება (ხელის დადება).

ადამიანის არჩევანი კი მხოლოდ განმტკიცებაშია, რადგან, რა თქმა უნდა, მას დიდი შრომა და ბევრი ძალისხმევა დაჭირდება მანამ, სანამ არ განწმენდს საკუთარ სხეულს და ვერ შეძლებს თორისა და მცნებების სათანადოდ შესრულებას - ანუ არა საკუთარი თავისთვის, არამედ შემქმნელისთვის სიამოვნების მისანიჭებლად, რასაც „ლიშმა“ ეწოდება. მხოლოდ ამ გზით შეიძლება მიაღწიოს ბედნიერ და ტკბილ ცხოვრებას, რომელიც თორის შესრულებას ახლავს თან.

მაგრამ სანამ ადამიანი ასეთ განწმენდას მიაღწევდეს, ის აუცილებლად აკეთებს არჩევანს, რომ ყველა შესაძლო საშუალებითა და ხერხით გაძლიერდეს კეთილ გზაზე. და ის ყველაფერს გააკეთებს, რისი ძალაც შესწევს, სანამ განწმენდის საქმეს არ დაასრულებს. და ღმერთმა ნუ ქნას, რომ შუა გზაზე ტვირთის სიმძიმის ქვეშ დაეცეს.


სლაიდი 5

რაბი შნეურ ზალმანი ლიადიდან. თანია, იგერეთ ჰაკოდეში, 23

იმ ადგილას, სადაც არის ადამიანი, უკვე არის ადგილი შხინის (ღვთაებრივი ყოფნის) დასამკვიდრებლად. მიშნას ბრძენები ასწავლიდნენ: იმ ადგილას, სადაც ზის ათი ადამიანი და სწავლობს თორას, შხინა სუფევს, რადგან "ესაა მთელი ადამიანი".


სლაიდი 6

რაბაში. სტატია 28 (1986) „შეკრება არ არის ათზე ნაკლები“ 1986წ

ბრძენებმა თქვეს: „ყოველ ათში შხინა სუფევს“. ცნობილია, რომ მალხუთს ეწოდება „მეათე“. ცნობილია ასევე, რომ მიმღებ ჭურჭელსაც ეწოდება „მალხუთი“ - მეათე სფირა, რომელიც იღებს უზენაეს ულევ ბარაქას. მას ეწოდება „მიღების სურვილი“, და ყველა ქმნილება მხოლოდ მისგან წარმოიშობა. ამიტომ შეკრება არ არის ათზე ნაკლები, რადგან ყველა მატერიალური ტოტი უმაღლესი ფესვებიდან გამომდინარეობს და ეს თანახმად პრინციპისა - „არ არსებობს სინათლე, რომელშიც ათი სფირა არ არის“, მატერიალურ სამყაროში შეკრება არ ითვლება მნიშვნელოვნად, თუ მასში ათი ადამიანი არ მონაწილეობს, სულიერი საფეხურების მსგავსად.


სლაიდი 7

მაორ ვაშემეშ, ვაიხის კვირეული თავი

შეკრებისას მთავარია, რომ ყველა იყოს ერთობაში და ერთად ითხოვდნენ მხოლოდ ერთს - შემქმნელის პოვნას, რადგან ყოველ ათში შხინა იმყოფება. და რა თქმა უნდა, თუ ათზე მეტი ადამიანია, მაშინ შხინის უფრო დიდი გახსნა ხდება. და დაე თითოეული შეუერთდეს ამხანაგს და მივიდეს მასთან, რათა მოისმინოს მისგან რამე შემქმნელის მსახურების შესახებ, და იმის შესახებ თუ როგორ იპოვოს შემქმნელი. დაიმდაბლოს თავი ამხანაგის წინაშე, ამხანაგმაც - მის წინაშე, და ყველა ასე მოიქცეს. და ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც შეკრება ამ განზრახვით ტარდება, როგორც არ უნდა იყოს, „უფრო მეტად, ვიდრე ხბოს უნდა ჭამა, ძროხას უნდა მისი გამოკვება’’. და შემქმნელი აახლოებს თავის თავს მათთან და იმყოფება მათთან ერთად…


სლაიდი 8-9

რაბაში. სტატია 6 (1984) „ამხანაგების სიყვარული – 2“

თუ იკრიბება რამდენიმე ინდივიდი, რომლებსაც აქვთ მცირე ძალა, [რომელიც არწმუნებს] მათ, რომ ღირს ეგოისტური სიყვარულის მიტოვება, მაგრამ მათ არ გააჩნიათ სრული ძალა და მნიშვნელობა, იმისათვის რათა დამოუკიდებელნი იყვნენ, გარე დახმარების გარეშე და ყველა ეს ადამიანი თავს აუქმებს ერთმანეთის წინაშე, ანუ რადგან ყველას პოტენციურად აქვს სიყვარული შემქმნელის მიმართ, მაგრამ პრაქტიკულად მათ არ შეუძლიათ ამის გაცნობიერება, მაშინ, იმის წყალობით, რომ თითოეული ადამიანი შედის ჯგუფში (საზოგადოებაში) და თავს აუქმებს ჯგუფის წინაშე, იქმნება ერთი სხეული. რომელიც შედგება, მაგალითად, ათი ადამიანისგან დცა მაშინ ამ სხეულს ათჯერ მეტი ძალა გააჩნია, ვიდრე მარტო მყოფს გააჩნდა.

თუმცა, ეს იმ პირობით, რომ როდესაც ისინი შეიკრიბებიან, თითოეული მათგანი იფიქრებს იმაზე, რომ ის ახლა საკუთარი თავის სიყვარულის გაუქმების მიზნით მოვიდა, ანუ იმისთვის, რომ ახლა არ იფიქროს იმაზე, თუ როგორ დააკმაყოფილოს თავისი მიღების სურვილი, არამედ ახლა, რამდენადაც შეუძლია, მხოლოდ მოყვასის სიყვარულზე იფიქროს. [რადგან] მხოლოდ ამის მეშვეობით შეუძლია მას მოიპოვოს სურვილი და საჭიროება, შეიძინოს ახალი თვისება, რომელსაც გაცემის სურვილი ეწოდება. ამხანაგების სიყვარულიდან კი მას შეუძლია შემქმნელის სიყვარულს, ანუ შემქმნელისთვის სიამოვნების მინიჭების სურვილს მიაღწიოს.


სლაიდი 10

ბაალ ჰასულამი, წერილი 47

„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მეგობარების სიყვარულის ეფექტურობას - ყოველ შემთხვევაში, ამ დროში - რადგან ამაზეა დამოკიდებული ჩვენი არსებობის უფლება და ამით იზომება ჩვენი ახლოს მყოფი წარმატება.
ამიტომ, განთავისუფლდით ყოველგვარი მოჩვენებითი საქმიანობისაგან და მიეცით გული სწორი აზრების ფიქრს და სწორი ხერხების გამოგონებას, რათა თქვენი გულები ერთ გულად გააერთიანით და შესრულდება თქვენში ნათქვამი: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ თავის უბრალოებაში. [...] და განწმენდილი იყავით სიყვარულზე ფიქრით, რომელიც ყველა ცოდვას (დანაშაულს) დაფარავს და გამომცადე ამაში და დაიწყე სიყვარულში გაერთიანებას ჭეშმარიტი ზომით, და მაშინ იხილავ და სასა იგემებს“.


სლაიდი 11

რაბაში, სტატია 7, იმის მიხედვით რაც ახსნილია „გიყვარდეს მოყვასი შენი“-სთან დაკავშირებით 1984

...ვისაც სურს შეასრულოს წესი: „გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“, რომლის მთელი მიზანიც იმაში მდგომარეობს, რომ მიატოვონ ეგოისტური სიყვარული და მიიღონ სხვა ბუნება, კერძოდ კი მოყვასის სიყვარული. და თუმცა, ეს არის მცნება, რომელიც უნდა შესრულდეს და ადამიანს შეუძლია აიძულოს საკუთარი თავი, მაგრამ სიყვარული გულის განკარგულებაში (გულისთვისაა გადაცემული), გული კი ბუნებრივად არ ეთანხმება ამას. მაშ, რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, რომ ,მის გულში მოყვასის სიყვარული გაჩნდეს?


სლაიდი 12-13

რაბაში, წერილი 40

„ყოველი საჩუქარი, რომელსაც აჩუქებს მეგობარს ... ჰგავს ტყვიას, რომელიც ნაპრალს ქმნის ქვაში და თუმცა პირველი ტყვია ქვაში მხოლოდ ნაკაწრს აკეთებს,  მეორე ტყვია, რომელიც იმავე ადგილას ხვდება, უკვე ჭრილს ქმნის , ხოლო მესამე - ხვრელს.
და ამ ტყვიების სიმრავლით ეს ხვრელი ვითარდება და ღრუდ იქცევა მისი მეგობრის ქვის გულში, სადაც ყველა საჩუქარი იკრიბება. და ყოველი საჩუქრიდან სიყვარულის ნაპერწკლები ჩნდება, სანამ სიყვარულის ყველა ნაპერწკალი არ შეგროვდება ქვის გულის ღრუში და ის არ აალდება. და  განსხვავება ნაპერწკალსა და ცეცხლს შორის იმაშია, რომ სადაც სიყვარულია, იქ არის გამოვლინება გარე სამყაროსთვის, რაც ნიშნავს გამოვლენას ყველა ხალხისთვის, რომ სიყვარულის ცეცხლი ანთია მასში.  და სიყვარულის ცეცხლი  ყველა დანაშაულს წვავს თავის დედა გზაზე."


სლაიდი 14-15

რაბაში, წერილი 40

"გულების ხახუნით, თუნდაც ეს გმირთა გულები იყოს, თითოეული ასხივებს სითბოს გულის კედლებიდან და სითბო წარმოქმქმნის სიყვარულის ნაპერწკლებს, სანამ სიყვარულის სამოსს არ შექმნიან, შემდეგ კი ორივე დაიფარება ერთი საფარით, ანუ ორივეს ერთი სიყვარული გარემოიცვას და დაფარავს, რადგან ცნობილია, რომ შერწყმა ორ არსს ერთში აერთიანებს.
და როდესაც ის იწყებს მეგობრის სიყვარულის შეგრძნებას, მასში მყისვე იღვიძებს სიხარული და სიამოვნება.
რადგან ის, რომ მეგობარს უყვარს ის, ეს მისთვის ახალია, რადგან ყოველთვის ფიქრობდა, რომ მარტო ის ზრუნავდა მეგობრის ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე. მაგრამ როგორც კი აღმოაჩენს, რომ მეგობარი მასზე ზრუნავს, ეს მასში ენით აღუწერელ სიხარულს აღვიძებს და მას უკვე აღარ ძალუძს მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვა, რადგან ადამიანს შეუძლია ძალისხმევა მხოლოდ იქ ჩადოს, სადაც სიამოვნებას განიცდის. და რადგან ის იწყებს მეგობარზე ზრუნვისგან სიამოვნების განცდას, მას არ შეუძლია საკუთარ თავზე იფიქროს“.


სლაიდი 16

ბაალ ჰასულამი, „შამათი“, სტატია 225, „საკუთარი თავის ამაღლება“

ადამიანს არ შეუძლია აამაღლოს საკუთარი თავი თავისივე წრის ზემოთ (თავისი წრე გაარღვიოს). ამიტომ ის ვალდებულია, რომ თავისი გარემოცვისაგან ისაზრდოოს და სხვა რჩევა არ გააჩნია, არამედ თორაში გაისარჯოს და დიდი ძალისხმევა გამოიჩინოს.
ამიტომ, თუ ადამიანი თავისთვის კარგ გარემოცვას ირჩევს, ამით ის დროსა და ძალისხმევას იგებს, რადგან თავისი კარგი გარემოცვის კვალს მისდევს.