გაკვეთილი 20. დაფარვიდან გამოვლინებამდე
გაკვეთილი 20: დაფარვიდან გამოვლენამდე
„ბნეი ბარუხი“ მსოფლიოს უხსნისს კაბალის სიბრძნის კარიბჭეს
სლაიდი 2-3
თუმცა, არსებობს თავისუფალი ნება, თავდაპირველად აირჩიოს ისეთი გარემო, წიგნები და მასწავლებლები, რომლებიც კარგ იდეებს გვაწვდიან. თუ ადამიანი ამას არ გააკეთებს, და მზადაა მიიღოს ნებისმიერი გარემო, რომელიც შემოეყარა და წაიკითხოს ნებისმიერი წიგნი, რომელიც ხელში ჩაუვარდება [...] ის აუცილებლად დაისჯება - არა მისი ცუდი აზრებისა და ქმედებებისთვის, რომლის არჩევანი არ აქვს - არამედ იმისთვის, რომ არ აირჩია კარგ გარემოში ყოფნა, რადგან ამის არჩევანი უეჭველად არსებობს, როგორც ზემოთ ავხსენით.
ამიტომ, ის, ვინც მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობს ყოველთვის აირჩიოს საუკეთესო გარემო, ქებისა და ჯილდოს ღირსია. და აქაც, ეს არ არის მისი კარგი აზრებისა და ქმედებების გამო, რომლებიც მას უნებლიედ მოსდის, არა მისი არჩევანით, არამედ მისი მცდელობის წყალობით, იპოვოს კარგი გარემო, რომელიც მას ამ აზრებისა და ქმედებებისკენ მიჰყავს.
ბაალ ჰასულამი "თავისუფლება"
სლაიდი 4
ამიტომ, ჩვენ გვჭირდება გარემო, ანუ ისეთი ადამიანების შეკრება, რომლთაც ერთი და აზრი ექნებათ: რომ უნდა მიაღწიონ სრულ რწმენას. მხოლოდ ამან შეიძლება იხსნას ადამიანი საზოგადოებაში გავრცელებული შეხედულებებისგან. შემდეგ, თითოეული ადამიანი აძლიერებს მეორეს სრული რწმენის მიღწევისკენ სწრაფვაში, რათა მათ შეძლონ შემქმნელისთვის სიამოვნების მოტანა და რათა მათი ყველა მისწრაფება ამაზე იყოს დაფუძნებული.
რაბაში სტატია 37, 1985 წ.
სლაიდი 5
შემქმნელი თვითონ დებს ადამიანის ხელს კეთილ ბედზე, იმით, რომ ანიჭებს მას სიამოვნებითა და კმაყოფილებით სავსე ცხოვრებას, ტანჯვითა და ტკივილით სავსე, უაზრო მატერიალურ ცხოვრებაში, ისე, რომ ადამიანი გარდაუვლად მოწყდება და გარბის, როგორც კი დაანახებენ (თუნდაც ჭუჭრუტანიდან) რაიმე წყნარ ადგილს. მას სურს გაიქცეს იქ ამ ცხოვრებიდან, რომელიც სიკვდილზე უფრო მძიმეა. და შემქმნელისგან ამაზე დიდი მითითება ადამიანისთვის არ არსებობს.
ადამიანის არჩევანი მხოლოდ გაძლიერებაშია
ბაალ ჰასულამი „ათი სფიროთის სწავლება“
სლაიდი 6
მეცნიერების დაფარვის 3 სახეობა
საქმე იმაშია, რომ თორას საიდუმლოებები სამ ნაწილად იყოფა და თითოეულ ნაწილს დაფარვის საკუთარი კონკრეტული მიზეზი აქვს. ესენია:
არ არის საჭირო,
შეუძლებელია,
შემქმნელის საიდუმლო მათთვისაა, ვისაც მისი ეშინია.
და ამ მეცნიერებაში არ არსებობს უმცირესი ელემენტიც კი, რომელიც არ უნდა იქნას გამოკვლეული ამ სამი ზემოხსენებული ნაწილის საფუძველზე. და მე მათ ერთმანეთის მიყოლებით ავხსნი.
ბაალ ჰასულამი, „გოჯის გამოვლენა ორის დაფარვა“
სლაიდი 7
„მიხარია, რომ ისეთ თაობაში დავიბადე, სადაც მეცნიერება ჭეშმარიტების შესახებ შეიძლება გავრცელდეს. და თუ მკითხავთ, საიდან ვიცი, რომ მისი გავრცელება ახლა შესაძლებელია, გიპასუხებთ: იმიტომ, რომ მომეცა მისი გამჟღავნების ნებართვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღემდე ვერცერთმა ბრძენმა ვერ შეძლო იმ გზების აღმოჩენა, რომლითაც მას შეეძლო ღიად გამოსულიყო ამ სწავლებით ნებისმიერი ხალხის ან საზოგადოების წინაშე და თითოეული სიტყვა სათანადოდ აეხსნა.“
ბაალ ჰასულამი, „კაბალას სწავლება და მისი არსი“
სლაიდი 8
პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ჭეშმარიტების მეცნიერების ფართოდ გავრცელება, რათა გავხდეთ მისი სარგებლის მიღების ღირსნი... და ამიტომ, ამ მეცნიერების გავრცელება და მესიის მოსვლა ურთიერთდამოკიდებულია და ეს ნათლად გვესმის.
და ამ შემთხვევაში, ჩვენ ვალდებულნი ვართ გავხსნათ სკოლები და შევადგინოთ წიგნები, რათა დავაჩქაროთ ამ მეცნიერების გავრცელება მასებში.
ბაალ ჰასულამი, „წიგნის „პანიმ მეიროთ უ-მასბიროთის“ წინასიტყვაობა, პ. 5
სლაიდი 9
და არა მხოლოდ ამ საიდუმლოებების გამხელა არ არის აკრძალული, არამედ პირიქით, მათი გამხელა დიდი მცნებაა. და მათთვის, ვინც იცის, როგორ გამოავლინოს ისინი და ამხელს კიდეც, ჯილდო ძალიან დიდია. რადგან მართალი მხსნელის მალე მოსვლა ჩვენს დღეებში დამოკიდებულია ამ სინათლის გამოვლენაზე მრავალთათვის - და სწორედ მრავალთათვის.
ბაალ ჰასულამი. „„ათი სფიროთის სწავლების წინასიტყვაობა“ პ. 30
სლაიდი 10-11