გაკვეთილი 28 - მასწავლებელი კაბალაში
ვინ არის ნამდვილი კაბალის მასწავლებელი? | რას ნიშნავს კაბალისტის მოწაფედ ყოფნა? | როგორ გადაეცემა სულიერი ცოდნა?
გაკვეთილი 28
მასწავლებელი კაბალაში
სლაიდი 2
თუ ათასობით უსინათლო (ბრმა) ადამიანთა გუნდი მიუყვება გზას და მათ სათავეში მინიმუმ ერთი თვალხილული ადამიანი უდგას, ყველანი დარწმუნებული არიან, რომ სწორ გზას ადგანან და არ ჩავარდებიან ხაფანგებსა და საშიშროებებში, რადგან მიჰყვებიან თვალხილულ ადამიანს, რომელიც მათ წინ მიუძღვის.
თუმცა, თუ მათ ასეთი წინამძღოლი არ ჰყავთ, ეჭვს გარეშეა, რომ ისინი წამოედებიან ყველა წინაღობას, რაც გზაში შეხვდებათ და ყველანი ორმოში ჩავარდებიან.
ბაალ ჰასულამი. „ზოჰარის წიგნის წინასიტყვაობა“, პუნქტი 57
სლაიდი 3-4
მანამ, სანამ მსოფლიოსთვის ბეჭდვითი საქმე ცნობილი გახდებოდა, არ გვქონდა [მეცნიერება კაბალის არსის შესახებ] ყალბი წიგნები და ა.შ.. რადგან თითქმის არ გვყავდა ისეთი ავტორები, რომლებიც უპასუხისმგებლოდ ეკიდებოდნენ თავიანთ სიტყვებს.
ამიტომ საზოგადოებრივი აზრი ამ საკითხების გაგების შესახებ ძალიან უარყოფითი გახდა. გარდა ამისა, წარმოიქმნა დამოკიდებულების ქარაფშუტური ატმოსფერო. და თითოეული ფიქრობს, რომ მისთვის საკმარისია ერთი სწრაფი გადახედვა თავისუფალ დროს, რათა შეისწავლოს და გააანალიზოს ეს ამაღლებული საკითხები. [...] და დასკვნებს ისე აკეთებენ როგორც მოეპრიანებათ.
ასეთია ის მიზეზები, რომლებმაც გამომიყვანეს ჩემი საზღვრებიდან, და გადავწყვიტე, რომ დადგა დრო ვიმოქმედო შემქმნელის სახელისათვის 8, რათა გადავარჩინო ის, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლება. და მე ავიღე საკუთარ თავზე ვალდებულება, რომ გავამჟღავნო გარკვეული დოზით ნამდვილი არსი, რომელიც აღნიშნულ საკითხს ეხება, და იგი ხალხში გავავრცელო
ბაალ ჰასულამი. მოქმედების დროა
სლაიდი 5
მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ ახელიათ თვალი უზენაესის ხედვაში და არ იცნობენ ამ სამყაროში არსებული ტოტების კავშირს მათ სულიერ ფესვებთან უმაღლეს სამყაროებში, აქ იმყოფებიან ბრმა ადამიანების მდგომარეობაში, რომლებიც კედელს ეჯახებიან, რადგან ისინი ვერცერთ სიტყვას ვერ გაიგებენ მისი ნამდვილი მნიშვნელობით – რადგან თითოეული სიტყვა წარმოადგენს ტოტის სახელს მის ფესვთან მიმართებაში.
ხოლო თუ ისინი მიიღებენ ახსნას ცნობილი ბრძენის პირიდან, რომელიც აუხსნის მათ ამ ცნებას სალაპარაკო ენაზე, რაც ერთი ენიდან მეორე ენაზე – ტოტების ენიდან სალაპარაკო ენაზე თარგმანს წააგავს, მაშინ ის შეძლებს სულიერი ცნების ახსნას (გაგებას) ისე, როგორც ის არის.
ბაალ ჰასულამი - ათი სეფიროთის სწავლება პირველი ნაწილი. "შეკუმშვა და ხაზი"
სლაიდი 6
ეს შეიძლება შევადაროთ ავადმყოფ ადამიანს, რომელსაც არ სურს ექიმის მითითებების შესრულება მანამ, სანამ თავად არ გაიგებს, თუ როგორ განკურნავს ეს რჩევები მას და ამიტომ დამოუკიდებლად იწყებს მედიცინის შესწავლას. ის შეიძლება გარდაიცვალოს ავადმყოფობით მანამ სანამ მედიცინას შეისწავლის.
ბაალ ჰასულამი, „თავისუფლება“
სლაიდი 7
...ადამიანს აქვს არჩევანი - წავიდეს იქ, სადაც მართლები არიან და მათი ავტორიტეტი მიიღოს. შემდეგ ის მიიღებს იმ ძალებს, რომელიც მას დაბადებიდან აკლია. და ის მიიღებს მას მართალთაგან. და ეს არის სარგებელი იმისა, რომ მან „გადაანაწილა [განასახლა] ისინი ყველა თაობაში" ისე, რომ თითოეულ თაობაში იყოს ის, ვისაც შეიძლება მიმართო და მიეწებო, და მიიღო მათგან ის ძალა, რომელიც საჭიროა მართლის დონემდე ამაღლებისთვის. და ამის წყალობით, ისინი თავად ხდებიან მართლები.
ბაალ ჰასულამი, შამათი სტატია 99
სლაიდი 8
„ნება მომეცით შეგახსენოთ მეგობრების სიყვარულის ძალა (ეფექტურობა), ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მომენტში, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი არსებობის უფლება და ამით იზომება ჩვენი უახლოესი წარმატება...
ამიტომ, მიატოვეთ ყველა თქვენი მოჩვენებითი (ილუზორული) საქმეები და მიმართეთ თქვენი გულები, რათა იფიქროთ სწორი ფიქრები და გამოიგონოთ სწორი ხერხები თქვენი გულების ჭეშმარიტად ერთ გულად დასაკავშირებლად, რომ სიტყვები „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ აღსრულდეს თქვენში სიტყვასიტყვით.
[...] და განიწმინდებით თქვენ სიყვარულზე ფიქრით, რომელიც ყველა დანაშაულს დაფარავს. და გამომცადეთ ამაში და დაიწყეთ ჭეშმარიტად დაკავშირება სიყვარულში და შემდეგ იხილავთ და „სასა იგემებს“...“
ბაალ ჰასულამი, წერილი 47
სლაიდი 9
„არსებობს განსაკუთრებული ძალა მეგობრების შერწყმაში (შეკავშირებაში), რადგან შეხედულებები და აზრები ერთიდან მეორეს გადაეცემა მათი შერწყმის გზით, ამიტომ თითოეულ მათგანში მეორის ძალები ერთვება და ამით თითოეულს მთელი საზოგადოების ძალა გააჩნია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ადამიანი ინდივიდია, მას მთელი საზოგადოების ძალა აქვს.“
რაბაში, სტატოა „ამხანაგების სიყვარულის საჭიროება“
სლაიდი 10-11
...როდესაც ადამიანს თავისი რავისაგან თორის სიტყვები ესმის, ის მაშინვე ეთანხმება მის აზრს და თავის თავზე იღებს, რომ რავის მიერ ნათქვამი მთელი სულით და გულით შეასრულოს. მაგრამ შემდეგ, როდესაც ადამიანი სხვა გარემოში ხვდება, ის ხედავს, სწადს და იზიარებს ამქვეყნად „მოხეტიალე“ უამრავ სურვილს. და მაშინ … ისინი ამარცხებენ მას და ადამიანი მათ სურვილებში ერევა.
და მას არჩევანი არ აქვს, ის ვალდებულია იფიქროს და ისურვოს, მოინდომოს და მოითხოვოს ყველაფერი, რასაც უმრავლესობა ითხოვს. და შემდეგ ის ირჩევს მათ უცხო აზრებს, ამაზრზენ სურვილებსა და ვნებებს [...].
ასეთ შემთხვევაში მას ერთი გამოსავალი აქვს - თავის რავს და წიგნებს „მიეკრას“, შეერწყას… და მხოლოდ მათთან შერწყმით შეუძლია ადამიანს საკუთარი აზრები და სურვილები უკეთესობისკენ შეცვალოს. მაშინ ვერანაირი კამათი და მწვავე დისკუსია ვერ დაეხმარება მას საკუთარი აზრის შეცვლაში, არამედ მხოლოდ შერწყმა...
ბაალ ჰასულამი. შამათი. 25. სტატია „ის რაც გულიდან მოდის"
სლაიდი 12-15
„...ბრძენებმა გვირჩიეს: „შეიქმენი რავი და შეიძინე მეგობარი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა უნდა აირჩიოს მნიშვნელოვანი და ცნობილი ადამიანი, რომელიც გახდება მისი რავი [ანუ მასწავლებელი], რომლის მეშვეობითაც მას შეუძლია დაიწყოს თორის და მცნებების შესწავლა, რათა სიამოვნება მოუტანოს თავის შემქმნელს.
რადგან რავთან დაკავშირებით არსებობს ორი შემამსუბუქებელი გარემოება:
- რადგან ის მნიშვნელოვანი პიროვნებაა, მოსწავლეს შეუძლია მას სიამოვნება მიანიჭოს მისი სიდიადის საფუძველზე, რადგან გაცემა მისთვის მიღებად იქცევა, რაც ბუნებრივი საწვავია. ეს საშუალებას აძლევს მას მუდმივად გაამრავლოს გაცემის ქმედებები. და მას შემდეგ, რაც ის შეეჩვევა თავის რავზე გაცემას, რავს ასევე შეუძლია გადაიყვანოს იგი თორის და მცნებების ლიშმა - შემქმნელზე გაცემის განზრახვით შესრულებაზე, რადგან ჩვევა [მეორე] ბუნებად იქცევა.
- ...რავთან ფორმით (თვისებებით) დამსგავსება, რავის ამქვეყნად, დროის ფარგლებში ყოფნის წყალობით, ეფექტურია, თუნდაც ეს მხოლოდ დროებითი იყოს და ის მოგვიანებით თავის წინა მდგომარეობას დაუბრუნდეს.
და ამგვარად, გამოდის, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ის თავის რავს ფორმით ემსგავსება, ის დროებით ერწყმება მას. და ის წვდება თავისი რავის ცოდნასა და აზრებს მასთან შერწყმის გზით... [...]
და ამიტომ, მოსწავლეს შეუძლია ისარგებლოს შემქმნელის სიდიადის წვდომით, რომელსაც მისმა რავმა მიაღწია, რაც გაცემას გარდაქმნის მიღებად და საწვავად, რომელიც საკმარისია მთელი სულითა და არსებით ერთგულებისათვის. და შემდეგ მოსწავლეც შეძლებს თორისა და მცნებების შესრულებას გაცემის განზრახვით - ლიშმა მთელი თავისი გულით, მთელი თავისი სულით და მთელი თავისი არსებით, რაც წარმოადგენს საშუალებას (სგულა), რომელიც შემქმნელთან მარადიულ შერწყმამდე მიგვიყვანს.
ბაალ ჰასულამი, წიგნი ზოჰარის დამასრულებელი სტატია
სლაიდი 16-17
და მხოლოდ მას, ვინც ერთის–შემქმნელის ძალაუფლების ქვეშ იმყოფება, შეუძლია განასხვავოს სიმართლე ტყუილისაგან. ამიტომ ადამიანი უნდა ენდოს უმაღლესის (რავის) აზრს და დაიჯეროს მისი ნათქვამი, ე.ი. მრავალი ეჭვის მიუხედავად ისე მოიქცეს, როგორც მას მასწავლებელი კარნახობს.
და მიუხედავად იმისა, რომ ის ხედავს მრავალ მოსაზრებას და მრავალ სწავლებას, რომლებიც არ შეესაბამება მისი რავის აზრს, ადამიანი უნდა ენდოს მასწავლებლის აზრს და თქვას, რომ სანამ მრავალთა ძალაუფლების ქვეშ იმყოფება, მას არ შეუძლია სიმართლის გაგება და მისი სხვა წიგნებში დანახვა. როგორც ცნობილია, სანამ ადამიანი სიმართლის გახსნის ღირსი ხდება, თორა მისთვის სასიკვდილო შხამს წარმოადგენს
ბაალ ჰასულამი, შამათი სტატია 40.
სლაიდი 18-19
მართალი ადამიანი მთელი მისი სიმართლით გადასცემს კეთილ სურვილებსა და აზრებს სხვებს, რათა მათ მთელი გულით ჰქონდეთ შემქმნელთან შერწყმის სურვილი. და ის ფაქტი, რომ ის სხვებს სურვილს გადასცემს, უკვე ნიშნავს ზემოქმედებას, რადგან მისი სურვილი სხვებში მოქმედებას იწვევს. და ასეთია ფრაზის ახსნა – „ის გაუწოდებს ხელებს და აძლევს სურვილს ყველა ცოცხალ არსებას", რადგან მართალი იზიდავს სიკეთეს სამყაროებიდან ყველა ადამიანსათვის და ამიტომ ასე მოქმედებს ის გადასცემს რა თავის სურვილს სხვებს.
და გამოდის, რომ მისი წყალობით ყველა მართალი ხდება, შესაბამისად, მათთვის შეუძლია დიდი სინათლის მოზიდვა – მართალი ადამიანი უხსნის შემქმნელს ხელებს, რათა მადლი გადასცეს სამყაროს. და როგორ უხსნის? და ხსნის ამ განმარტებას „და გადასცემს ყველა ცოცხალს სურვილს“ იმით, რომ შემქმნელის სიყვარულის სურვილს ყველას გადასცემს.
ნოამ ელიმელექი. „ვარდების კრებული"