გაკვეთილი 11. კაბალის სიბრძნის უნიკალურობა

გაკვეთილი 11. კაბალის სიბრძნის უნიკალურობა

რით განსხვავდება ავთენტური კაბალა სხვა სულიერი ტრადიციებისა და სწავლებებისგან? როგორ ეხმარება კაბალის სიბრძნე ადამიანის განვითარებასა და შინაგან ცვლილებას? კაბალის მეთოდის ძირითადი პრინციპები და უნიკალურობა.

გაკვეთილის შინაარსი
მასალა

გაკვეთილი 11. კაბალის სიბრძნის უნიკალურობა


სლაიდი 2

„ადამიანი მთელი ქმნილების ცენტრია“
- ბაალ ჰასულამი, „წიგნი ზოჰარის შესავალი“, გვ. 18


სლაიდი 3

შექმნის მთელი სისტემა, ყველა მისი კუთხეებით, შესასვლელითა და გასასვლელით, ყველაფრით წინასწარ არის მოწყობილი და ორგანიზებული მხოლოდ ამ მიზნის შესაბამისად - ისე, რომ მისგან განვითარდეს კაცობრიობა, რომელიც აივლის თავის საფეხურებს მანამ, სანამ არ მოიპოვებს უნარს შეიგრძნოს ღვთაებრი ისევე, როგორც შიგრძნობს თავის მეგობარს.

ამგვარად, ეს საფეხურები კიბის საფეხურებს ჰგავს, რომლებიც ერთი მეორის ზევით არიან განლაგებული და მიჰყვებიან ერთი მეორეს სანამ იგი არ დასრულდება, მიაღწევს რა თავის მიზანს.
ბაალ ჰასულამი, „მეცნიერება კაბალა და მისი არსი“


სლაიდი 4

„ყველა ადამიანი ვალდებულია მიაღწიოს თავისი სულის ფესვს.“
ბაალ ჰასულამი, „შემოქმედის გონება“


სლაიდი 5

„შექმნის საბოლოო მიზანი მთელი კაცობრიობის წინაშეა დასახული, ყველა ადამიანის წინაშე, გამონაკლისის გარეშე“.
ბაალ ჰასულამი, „სიყვარული შემქმნელისა და სიყვარული ქმნილებისა“


სლაიდი 6

...სულიერი შერწყმა აბსოლუტურად შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, გარდა როგორც ფორმათა მსგავსება. ამიტომ, ჩვენი ფორმის შემქმნელის თვისებების ფორმასთან შეთავსებით, ჩვენ ვხდებით მასთან შერწყმული

როგორც ბრძენებმა თქვეს: „რა მოწყალეა იგი...“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა მისი ქმედება მიმართულია სხვებისთვის გაცემასა და დახმარებისკენ და არა ეგოიზმისკენ - რადგან შემქმნელს არ აქვს დეფიციტი (ხისარონი) შესავსები და გარდა ამისა, არავინ არის ვისგანაც მიიღებდა - ასევე, თქვენი ყველა ქმედებაც მიმართული იქნება მოყვასისთვის გაცემისა და მისი სარგებლისკენ. და ამგვარად, თქვენ თქვენს ფორმას შემქმნელის თვისებებს შეუსაბამებთ, რაც არის სულიერი შერწყმა (დვიკუტ).
ბაალ ჰასულამი „სტატია ზოჰარის წიგნის დასასრულის შესახებ“


სლაიდი 7-8

და უნდა დავსვათ კითხვა: რატომ ავალდებულებდნენ კაბალისტები ყველას კაბალის მეცნიერების შესწავლას? თუმცა, ამაში იმალება დიდი და ღირსეული ჭეშმარიტება, რადგან კაბალის მეცნიერების შემსწავლელებს ფასდაუდებლად საოცარი თვისება აქვთ: მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ ესმოდეთ რას სწავლობენ, შესწავლილი მასალის გაგების ძლიერი სურვილისა და მისწრაფების წყალობით, ისინი აღვიძებენ მათ სულებს გარშემორტყმულ სინათლეებს.

ეს ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს გარანტირებული აქვს საბოლოოდ მიაღწიოს ყველა იმ საოცარ მიღწევას, რომლითაც შემოქმედმა, შექმნის გეგმაში, განიზრახა ყოველი ქმნილების აღფრთოვანება.

და, ის ვინც ამ ცხოვრებაში არ დაჯილდოვდა, დაჯილდოვდება შემდეგ წრებრუნვაში, და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაჯილდოვდება შემქმნელის გეგმის შესრულებით, როგორც წიგნ ზოჰარშია დაწერილი.
ბაალ ჰასულამი, „ათი სფიროტის სწავლების წინასიტყვაობა“


სლაიდი 9

ადამიანის საქმიანობის დასაწყისი ბოროტების ამოცნობაა, ანუ შემქმნელისთვის თხოვნა, იგრძნოს, რამდენად არის მიღების სურვილი ბოროტება. მხოლოდ შემქმნელს შეუძლია ადამიანში შექმნას განცდა, რომ მიღების სურვილი ბოროტებაა, და ამას ჰქვია, რომ თორას წყალობით ადამიანს შეუძლია ბოროტების აღქმა, რაც ნიშნავს იმის გაცნობიერებას, თუ რამდენად არის ბოროტება მიღების სურვილი. და ამის შემდეგ შეუძლია სთხოვოს მიღების სურვილის ჩანაცვლება გაცემის სურვილით.
რაბაში „რა არის სიწმინდე და სიწმინდე სულიერ საქმიანობაში?“


სლაიდი 10

ყველა ხალხის ცხოვრების განმსაზღვრელი ეთიკური ფორმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა ავალდებულებდეს მათ წარმომადგენლებს მოყვასისთვის გაცემას - პრინციპით (როდესაც სხვისი ცხოვრება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი ცხოვრება) „გიყვარდეს მოყვასი როგორც საკუთარი თავი“, რათა საზოგადოებისგან არავინ მიიღოს იმაზე მეტი სიამოვნება, ვიდრე ნებისმიერმა გაჭირვებულმა საზოგადოების წევრმა

ეს ყველა ხალხის საზოგადოებრივი ცნობიერება იქნება. თუმცა, ამის მიღმა, თითოეულ ხალხს შეუძლია დაიცვას საკუთარი რელიგია და ტრადიციები; და ერთი ხალხი არ უნდა ჩაერიოს მეორის საქმეებში.
ბაალ ჰასულამი, ხელნაწერებიდან „ბოლო თაობა“.