„არავინ არის მის გარდა“ - გაკვეთილი 9

„არავინ არის მის გარდა“ - გაკვეთილი 9

ჩვენ ჩავუღრმავდებით ბაალ ჰასულამის ავთენტურ კაბალისტურ ტექსტს, გამოვიკვლევთ იმ ღრმა კონცეფციას, რომ ყველაფერი შემქმნელისგან იღებს სათავეს და როგორ მართავს იგი რეალობის ყველა ასპექტს ამ პრინციპით. გავიგებთ შემქმნელთან ერთიანობის უფრო ღრმა მნიშვნელობას და როგორ შეუძლია ამ გაგებას შეცვალოს ჩვენი აღქმა ცხოვრებისა და სულიერი ზრდის შესახებ.

გაკვეთილის შინაარსი
მასალა

ავთენტური კაბალისტური ტექსტი „არავინ არის მის გარდა“ წიგნიდან „შამათი“, ავტორი რავ იეჰუდა ლეიბ ჰალევი აშლაგი (ბაალ ჰასულამი).

კითხვები::

  • რა არის შინაგანი მუშაობის პრინციპები ავთენტური კაბალის მიხედვით?
  • როგორ გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ გამოწვევებსა და რთულ სიტუაციებს და როგორ უნდა დაამყაროს ადამიანმა სწორი ურთიერთობა საკუთარ მესა და სულიერ რეალობას შორის ავთენტური კაბალის სიბრძნის შესაბამისად?

ძირითადი პუნქტები:

  • შემქმნელის გაგება შეუძლებელია შეგრძნების გარეშე;
  • აცმუტო (მისი არსი) არის პირველადი წყარო და მისი მიღწევა შეუძლებელია;
  • ჩვენ შემქმნელს ვგრძნობთ, როგორც ჩვენს შორის ჭეშმარიტ კავშირს, რადგან სიტყვა „შემქმნელი“ მომდინარეობს სიტყვიდან „მოდი და ნახე“.
  • შემქმნელი არის გაცემის ძალა. ფორმის ეკვივალენტობის კანონის თანახმად, მისი შესაგრძნობად, ჩვენ უნდა შევიძინოთ მისი თვისებები. როგორ შეგვიძლია გამოვხატოთ და გამოვიკვლიოთ ჩვენი გაცემის უნარი? მხოლოდ საზოგადოების მეშვეობით.
  • არავითარ შემთხვევაში არ ვქმნით რაიმე ხატს. ეს უდიდესი შეცდომაა. როგორც კი გარეგან ხატს ვქმნით, მაშინვე კერპთაყვანისმცემლობის დონემდე ვეშვებით.

არავინ არის მის გარდა

  • ყველაფერი მას დაუკავშირე.
  • კეთილი და კეთილისმყოფელი: მხოლოდ სიკეთე მოდის მისგან - განზრახვა „მიღების მიზნით“ მალავს მის სიკეთეს ჩემგან.
  • დადასტურება: როგორია ჩემი დამოკიდებულება იმის მიმართ, რომ შემქმნელს სურს დამიახლოვოს. აზრი, რომ მის გარდა სხვა არავინ არსებობს, ადამიანი არაცნობიერი მდგომარეობიდან ცნობიერ მდგომარეობაში გადაჰყავს და საშუალებას აძლევს, შეამოწმოს თავისი მდგომარეობა შექმნის მიზანთან მიმართებაში და ააგოს განზრახვის გამოსწორების მოთხოვნა.

„არავინ არის მის გარდა“ - გაკვეთილი 9

კაბალისტური ტექსტის შესწავლა

სლაიდები 2-3

დოქტორ მიხაელ ლაიტმანი

წიგნებსა და ხელნაწერებს შორის, რომლებიდანაც ჩემი მასწავლებელი, რაბი ბარუხ შალომ აშლაგი (ბაალ ჰასულამის უფროსი ვაჟი და მისი ნაშრომის მემკვიდრე) სწავლობდა, იყო ერთი განსაკუთრებული რვეული, რომელშიც მან დაწერა რაც „მოისმინა“ (შამათი). ის არასდროს არ იშორებდა ამ რვეულს და სადაც არ უნდა ემოგზაურა, ყოველთვის თან დაჰქონდა, და მუდმივად, ისევ და ისევ უბრუნდებოდა და შეისწავლიდა მას.
ერთხელ, გვიან საღამოს მან მოულოდნელად მომაწოდა რვეული და მითხრა: „აიღე და გამოიყენე“. მეორე დღეს, დილით ადრე, როცა ჯერ კიდევ მის საწოლთან ვიჯექი, მან დატოვა ეს სამყარო.

ეს მოცულობითი რვეული შეიცავს მისი მამის, დიდი კაბალისტის, იეჰუდა აშლაგის (ბაალ ჰასულამი) საუბრებს, რომლებიც რაბაშმა სიტყვასიტყვით ჩაიწერა, ის რაც მოისმინა მისი მამისგან და მასწავლებლისგან.
მათი უნიკალურობის გამო, ჩვენ შევინარჩუნეთ ამ სტატიებისთვის დამახასიათებელი სასაუბრო სტილი, რომელსაც რაბაში დიდი მონდომებით იკვლევდა და რომელზეც აფუძნებდა თავის სწავლებებს.


სლაიდი 4

ორიგინალი გვერდი რაბაშის „შამათის“ რვეულიდან


სლაიდი 5-10

ბაალ ჰასულამი, შამათი, სტატია 1 - „არავინ არის მის გარდა“

ნათქვამია: „არავინ არის მის გარდა“, რაც იმას ნიშნავს, რომ სამყაროში არ არსებობს სხვა ძალა, რომელსაც შეუძლია რაიმე გააკეთოს შემქმნელის წინააღმდეგ. და ის ფაქტი, რომ ადამიანი სამყაროში ხედავს ისეთ რამეებს, რაც უარყოფს უმაღლეს ძალებს (სიტყვასიტყვით, „უმაღლეს ამალას“), ეს იმიტომ ხდება, რომ ასეთია შემქმნელის ნება.

და ეს არის გამოსწორების სახეობა და ეწოდება „მარცხენა [ხელი] განდევნის, მარჯვენა კი აახლოებს“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, რასაც მარცხენა ხელი განდევნის, გამოსწორების ნაწილია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამყაროში არსებობს ისეთი რამ, რაც თავდაპირველად ადამიანის სწორი გზიდან გადაყვანას ისახავს მიზნად, რომელთა მოქმედებაც მას სიწმინდისგან აშორებს.

და ამ განდევნისგან სარგებელი ის არის, რომ მათი წყალობით ადამიანი იღებს მოთხოვნილებას და სრულყოფილ სურვილს, რომ შემქმნელი დაეხმაროს მას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის საკუთარ თავს დაკარგულად ხედავს. ის არა მხოლოდ არ აღწევს წინსვლას თავის საქმიანობაში, არამედ ხედავს, რომ უკან მიდის.

და ის, ვინც ყოველთვის გრძნობს, რომ დამსხვრეული მეტია მთლიანობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დაცემა გაცილებით მეტია, ვიდრე აღზევება. და მაინც, ის ვერ ხედავს, რომ ეს მდგომარეობები ოდესმე დასრულდება და ის სამუდამოდ დარჩება სიწმინდის გარეთ. რადგან ის ხედავს, რომ მისთვის სირთულის მცირედი ნაწილიც კი რთულია შესასრულებელად, თუ არ გადალახავს გონების მაღლა რწმენით. მაგრამ მას ყოველთვის არ შეუძლია გადალახვა, ამიტომ რა გამოვა საბოლოოდ?

და შემდეგ, ის იმ დასკვნამდე მიდის, რომ მხოლოდ შემქმნელს შეუძლია დახმარება. ეს აიძულებს მას გულწრფელად მოითხოვოს, რომ შემქმნელმა აუხილოს თვალები დ გაუხსნას გული და ჭეშმარიტად დაახლოვოს იგი შემქმნელთან მარადიულ დვიკუტში [შერწყმაში].

ის, ვინც ამბობს, რომ სამყაროში არსებობს სხვა ძალა, კერძოდ, კლიპოთი [უწმინდური ძალები], იმყოფება „და თქვენ სხვა ღმერთებს ემსახურებით“ მდგომარეობაში. ანუ, არა იმით სჩადის დანაშაოლს, რომ თავისი აზრით უარყოფს შემქმნელს, არამედ იმით, რომ ფიქრობს, რომ არსებობს სხვა ძალა და ძალაუფლება.


სლაიდი 11

რაბაში, სტატია 19, 1990 - რატომ ეწოდება თორას „შუა ხაზი“? მუშაობაში - 2

...ადამიანმა უნდა დაიჯეროს, რომ „არავინ არის მის გარდა“, რომ ყველაფერს შემქმნელი აკეთებს. ანუ, როგორც ამბობდა ჩემი მამა და მასწავლებელი - ბაალ ჰასულამი, ადამიანმა ყოველი ქმედების წინ უნდა თქვას, რომ მას არჩევანის საშუალება ეძლევა, რადგან „თუ მე არა საკუთარი თავისთვის, მაშინ ვინ ჩემთვი?“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი ადამიანის არჩევანზეა დამოკიდებული. თუმცა, ქმედების შემდეგ ადამიანმა უნდა თქვას, რომ ეს ყველაფერი უმაღლესი მართვისს ქვეშაა და რომ თავად ადამიანი არაფერს აკეთებს.


სლაიდი 12

ბაალ ჰასულამი: „სიყვარული შემქმნელისა და სიყვარული ქმნილებისა“

და მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ, რომ თორას ორი ნაწილი აქვს: პირველი, მცნებები [რომლებიც განსაზღვრავენ სამუშაოს] ადამიანსა და შემქმნელს შორის და მეორე, მცნებები [რომლებიც განსაზღვრავენ სამუშაოს] ადამიანსა და მის მოყვასს შორის, და ეს ორივე არის ერთი და იგივე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი პრაქტიკული გამოხატულება და მიზანი, რომელთა მიღწევა სურთ, არის ერთი - „ლიშმა“. და ქმნილებისთვის არანაირი განსხვავება არ არის, მუშაობს იგი მოყვასის გულისთვის თუ შემქმნელის გულისთვის. რადგან ქმნილებას დაბადებიდან აქვს თანდაყოლილი, რომ ყველაფერი, რაც მოყვასისგან მომდინარეობს, ასე ვთქვათ, ცარიელი და არარეალურია.


სლაიდი 13

შეჯამება

  • შემქმნელის გაგება შეუძლებელია შეგრძნების გარეშე.
  • აცმუტო (მისი არსი) არის პირველადი წყარო და მისი მიღწევა შეუძლებელია.
  • ჩვენ შემქმნელს ვგრძნობთ, როგორც ჩვენს შორის კეთილ და ჭეშმარიტ კავშირს, რადგან სიტყვა „შემქმნელი“ მომდინარეობს სიტყვიდან „მოდი და ნახე“.
  • შემოქმედი არის გაცემის ძალა და თვისებების მსგავსების კანონის თანახმად, მის შესაგრძნობად, მე უნდა შევიძინო მისი თვისებები. როგორ შემიძლია გამოვხატო და გამოვცადო ჩემი გაცემის უნარი? მხოლოდ საზოგადოების მეშვეობით.
  • არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევქმნათ რაიმე ხატი! ეს არის უმძიმესი შეცდომა. გარეგანი ხატის შექმნით, ჩვენ მყისიერად ვეშვებით „კერპთაყვანისმცემლობის“ დონეზე.