კურსები / კაბალაის საფუძვლები 2024/2025

კაბალაის საფუძვლები 2024/2025

ეს კურსი მოიცავს კაბალის ავთენტური სიბრძნის ფუნდამენტური კონცეფციების სწავლას, თანახმად ყველაზე გავლენიანი კაბალას მწერლის სწავლებებისა, რავ იეჰუდა აშლაგის, ცნობილი როგორც "ბაალ ჰასულამი", ისევე როგორც მისი უფროსი შვილისა და მემკვიდრის რავ ბარוך შალომ აშლაგის (რაბაში); და რავ დოქტორი მიხაელ ლაიტმანის განმარტებებით.

თემები
internal-name-topic
სიგრძე
61 გაკვეთილები
სასწავლო პროგრამა
ნახვა →
შემოუერთდით კურსს
კაბალის საფუძვლები — სრული კურსის სილაბუსი

ეს ბაზისური პროგრამა სტუდენტებს ასწავლის კაბალის ავთენტურ სიბრძნეს რავ იეჰუდა აშლაგის (ბაალ ჰასულამი), რავ ბარუხ შალომ ჰა-ლევი აშლაგის (რაბაში) და რავ დოქტორ მიხაელ ლაიტმანის ორიგინალური მეთოდიკით. კურსი შეისწავლის ძირითად კაბალისტურ ცნებებს, შექმნის მიზანს, სულის ბუნებას, რეალობის აღქმას, სულიერ კანონებს, ჯგუფში მუშაობას და პრაქტიკულ შინაგან განვითარებას — ავთენტური წყაროების საფუძველზე.

დაიწყეთ სწავლა
გაკვეთილი 1: ადამიანის ბუნება და რეალობის აღქმა კაბალის მიხედვით

გაკვეთილი ღრმად იკვლევს იმას, თუ რა გვამოძრავებს ჩვენ, საიდან ჩნდება ჩვენი აზრები და რა აღვიძებს ჩვენში სურვილებს. ის განიხილავს კაბალის ძირითად თემას: ჩვენს სიამოვნების მიღების სურვილს. აღმოაჩინეთ ავთენტური კაბალის მიზანი და ის, თუ რატომ არის ის დღესაც ასე აუცილებელი.

ადგილობრივი შეხვედრა - 1 - შესავალი კაბალაში და თქვენი ადგილობრივი სასწავლო საზოგადოების გაცნობა

ლოკალური შეხვედრა N1 გლობალური კაბალის კურსის ყველა სტუდენტისთვის.

გაკვეთილი 2: მეცნიერება კაბალის არსი

რა არის კაბალას სიბრძნე სინამდვილეში? რა ხდის მას უნიკალურს? ვინ არიან მისი მთავარი ავტორები და რა არის მათი ფუნდამენტალური ნაშრომები? რა არის ამ სწავლების მიზანი ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენს სამყაროში?

„ხევრუთა“ - ადგილობრივი შეხვედრა N2

მეცნიერება კაბალის არსი

გაკვეთილი 3: სამღერძოვანი მოდელი

ამ გაკვეთილზე, ჩვენ ვისწავლით სურვილის შექმნის მიზეზებს და გავაღრმავებთ ჩვენს ცოდნას მისი განვითარების პროცესის შესახებ. აქამდე, ჩვენ ძირითადად ვსაუბრობდით ჩვენი სამყაროს რეალობაზე, ანუ როგორ ეხსნება კაბალის სიბრძნე ადამიანს სურვილის განვითარების შესაბამისად ჩვენს სამყაროში. მაგრამ, ამ გაკვეთილზე ჩვენ დავიწყებთ საუბარს რეალობის მეორე ბოლოდან, შექმნის ფესვიდან, იმ ჩანაფიქრიდან, რომელიც სურვილს ქმნის.

„ხევრუთა“ - ადგილობრივი შეხვედრა N3

სამღერძოვანი მოდელი

გაკვეთილი 4. რეალობის აღქმა

რეალობის აღქმა - თემა, რომელსაც ამ გაკვეთილში განვიხილავთ, ეჭვგარეშე, კაბალის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და რთული თემაა. მაგრამ არ ინერვიულოთ — ეს არ არის ფილოსოფიური ანალიზი. თქვენ გაიგებთ, როგორ აღვიქვამთ რეალობას, შეგვიძლია დავიწყოთ ცხოვრების ყველაზე არსებითი კითხვების გარკვევა, შეგვიძლია ვიპოვოთ რეალური პასუხები და გამოვიყენოთ ისინი პრაქტიკულად.

გაკვეთილი #6 - კაბალის თაობიდან თაობაზე გადაცემა.

ამ გაკვეთილზე ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ გადაეცა კაბალის სიბრძნე თაობებს შორის. დიდი კაბალისტების ჯაჭვი - უნიკალური სულები, რომლებმაც კაბალის გზა ჩამოაყალიბეს და მისი სიბრძნე გადასცეს. თითოეული თაობის როლი სულიერი გაგების გამოვლენასა და განვითარებაში.

გაკვეთილი 10. სხეული და სული, და ყველაფერი იმის შესახებ რაც მათ შორის არსებობს

ამ გაკვეთილზე ჩვენ შევისწავლით სულის კონცეფციას და გამოვიკვლევთ, აქვს თუ არა თითოეულ ადამიანს უნიკალური სულის ფესვი. განვსაზღვრავთ სხეულისა და სულის ცნებებს და გამოვიკვლევთ მათ შორის ურთიერთობას. ასევე შევისწავლით ადამ ჰარიშონის სისტემას, ადამ ჰარიშონის დამსხვრევას და „ცოდნის ხის ცოდვის“ შინაგან ახსნას. და ბოლოს, აღმოვაჩენთ რეინკარნაციის კონცეფციას ავთენტური კაბალის მიხედვით.

გაკვეთილი 11. კაბალის სიბრძნის უნიკალურობა

რით განსხვავდება ავთენტური კაბალა სხვა სულიერი ტრადიციებისა და სწავლებებისგან? როგორ ეხმარება კაბალის სიბრძნე ადამიანის განვითარებასა და შინაგან ცვლილებას? კაბალის მეთოდის ძირითადი პრინციპები და უნიკალურობა.

გაკვეთილი 12 - პირდაპირი სინათლის გავრცელების ოთხი ეტაპი

ამ გაკვეთილზე თქვენ გაეცნობით შექმნის ჩანაფიქრს და მიღების სურვილის განვითარების პროცესს. ჩვენ გამოვიკვლევთ, თუ როგორ გადის პირდაპირი სინათლე ოთხ სხვადასხვა ეტაპს, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს სულიერი სურვილის ფორმირების ფაზას.

გაკვეთილი 13 დამსხვრევიდან გამოსწორებამდე

ადამ ჰარიშონის სული, მისი დამსხვრევა და გამოსწორება. როგორ უკავშირდება ჩვენი სულიერება ადამ ჰარიშონის სულს.

გაკვეთილი 14. წიგნი ზოჰარი

ამ გაკვეთილზე ჩვენ გავეცნობით უმნიშვნელოვანეს, ფუნდამენტურ კაბალისტურ პირველწყაროს - წიგნ ზოჰარს. ჩვენ წავიკითხავთ რჩეულ ფრაგმენტებს წიგნი ზოჰარის წინასიტყვეობიდან და მივუთითებთ მთავარ მომენტებს ამ წიგნის სწორი შესწავლისთვის. 1. წიგნი ზოჰარის შექმნის ისტორია; 2. წიგნი ზოჰარის ენა; 3. წიგნი ზოჰარის შესწავლის ოთხი წესი; 4. კომენტარები წიგნ ზოჰაზე - ამის და მრავალი სხვას რამის შესახებ შეიტყობთ ამ გაკვეთილზე.

გაკვეთილი 16. „წინააღმდეგობა უზენაეს განგებაში: ბაალ ჰასულამის „მშვიდობის“ შესწავლა“

გაკვეთილი 17 - „თავდაყირა (საპირისპირო) სამყარო ვიხილე“

ბიბლიური მოთხრობების საიდუმლო სულიერი მნიშვნელობა ავთენტური კაბალისტური სიბრძნის მიხედვით

მეთორმეტე გაკვეთილი: „ლოცვა“ მეცნიერება კაბალის მიხედვით

კაბალაში "ლოცვა" მხოლოდ სიტყვების წარმოთქმა კი არ არის, არამედ გულის მუშაობაა. ეს შინაგანი გარკვევის პროცესია, როდესაც ადამიანი იკვლევს, რა სურს სინამდვილეში და შეესაბამება თუ არა მისი შინაგანი საჭიროება (ივრითზე "хисарон")თავისი ფორმით შემქმნელს.

გაკვეთილი 20 - „გზა თორისა და გზა ტანჯვის. "აირჩიე სიცოცხლე!"

გაკვეთილი 20. დაფარვიდან გამოვლინებამდე

გაკვეთილები 22-25. პირველი შეკვეცა [ციმცუმ ალეფი] და ეკრანი [მასახი]

თემები: ფორმის შეუფერებლობა | პირველი შეკვეცა [ციმცუმ ალეფი] | მასახი [ეკრანი] | არეკლილი სინათლე | ზივუგ დე ჰაკაა [დარტყმით შეერთება] | ეკრანის ხუთი ფაზა

გაკვეთილი 28 - მასწავლებელი კაბალაში

ვინ არის ნამდვილი კაბალის მასწავლებელი? | რას ნიშნავს კაბალისტის მოწაფედ ყოფნა? | როგორ გადაეცემა სულიერი ცოდნა?

შესავალი ცნებაში „ათეული“

„ათეულის“ ცნების განმარტება და მისი წარმოშობა წყაროებში | ათეულში ერთად მუშაობის ძირითად პრინციპებსა და დამოკიდებულებების შესავალი.

გაკვეთილი 30: მეგობრების სიყვარული

გაკვეთილი 31. კაბალისტური მუსიკა