Join Us

* ელ.ფოსტის მისამართი არასწორია
* ელ.ფოსტის მისამართი აუცილებელია
* ტელეფონის ნომერი არასწორია

Cookies

Logo

შეიძინე კაბალის სიბრძნე

ავთენტური წყაროებიდან

შემოგვიერთდით ონლაინ კურსზე
იწყება 2025 წლის 9 ნოემბრიდან

კაბალის აკადემია „ბნეი ბარუხი“ წარმოგიდგენთ უფასო ინტერაქტიულ კურსს ავთენტური კაბალის შესახებ, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა აკადემიის ისრაელის ფილიალიდან სინქრონული თარგმანით 30-ზე მეტ ენაზე.

ონლაინ კურსი

კაბალის საფუძვლები

გლობალური მაუწყებლობა

კურსი პირდაპირ ეთერში გადაიცემა ისრაელიდან მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები სტუდენტებისათვის, პირდაპირი თარგმნით, რეალურ დროში და ავთენტური პირველწყაროების სრული წვდომით.

დაწყების თარიღი

2025 წლის 9 ნოემბერი

30 კვირიანი კურსი

ეს კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს:

  • შეისწავლოს ავთენტური კაბალისტური წყაროები - ბაალ ჰასულამის, რაბაშის და სზხვა კაბალისტთა ტექსტები.
  • გაიგოს კაბალის ძირითადი ცნებები - სული, სურვილები, სინათლე, ქელიმი [ჭურჭლები] და სულიერი სამყაროების სტრუქტურა.
  • უკეთ გაიგოს ცხოვრების მნიშვნელობა - რატომ ვართ აქ და საით გაგვიწევია.
  • ვინ ვარ მე? საიდან მოვედი და სად მივდივარ?
  • სულისა და სიცოცხლის ციკლების შესწავლა
  • კაბალის საიდუმლოებების ნამდვილი არსის გახსნა

კურსის თემები

ჩვენ განვიხილავთ კაბალის სხვადასხვა ასპექტს, მოგაწვდით ძირითად კონცეფციებს, რომლებიც აუცილებელია ამ სიბრძნის ძირითადი პრინციპების გასაგებად.

მრავალ სხვა თემასთან ერთად განხილული იქნება შემდეგი თემები:

  • რა არის კაბალა?
  • კაბალის ენა
  • რეალობის აღქმა
  • არჩევანის თავისუფლება
  • უმაღლესი სამყაროების სტრუქტურა
  • ათი სფირა
  • სულის განვითარება
  • წიგნი „ზოჰარი“ და მრავალი სხვა.

კურსის ფორმატი

  • კურსი მოიცავს ორ სემესტრს,  სულ 30 კვირას.
  • მონაწილეობა უფასოა.

კვირაში 2 შეხვედრა:

პირველი - პირდაპირი ტრანსლაცია ისრაელიდან, რომელიც სინქრონულად ითარგმნება თქვენს ენაზე.

მეორე - თქვენი ადგილობრივი სასწავლო ჯგუფის და სტუდენტების შეკრება თქვენს მშობლიურ ენაზე.

კურსის მასალები

ეს კურსი დაფუძნებულია მხოლოდ ავთენტურ კაბალისტურ წყაროებსა და მათი შესწავლის მეთოდოლოგიაზე, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და სათავეს იღებს ისეთი დიდი კაბალისტებისგან, როგორიც არიან რაბი შიმონ ბარ იოხაი (რაშბი), რაბი იცხაკ ლურია აშკენაზი (ჰარი), რავ იეჰუდა ლეიბ ჰალევი აშლაგი, რომელიც ცნობილია როგორც ბაალ ჰასულამი („კიბის მფლობელი“) და მისი უფროსი ვაჟი, რავ ბარუხ შალომ ჰალევი აშლაგი (რაბაში).

ამ კურსის შემუშავებისას ჩვენი მიზანი იყო მასში შემავალი მასალების წარმოდგენა თანმიმდევრულად, მარტივი და გასაგები ენით,

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ მოიპოვებთ:

  • ავთენტური წყაროებიდან მიღებულ სიცხადეს - კაბალისტების ნაშრომებთან პირდაპირ კავშირს.
  • ადამიანური ბუნების გაგებას - როგორ გვაყალიბებენ სურვილები და როგორ ავმაღლდეთ ჩვენს ბუნებაზე.
  • შინაგანი მუშაობის ინსტრუმენტებს - პრაქტიკულ ხელმძღვანელობას აზრებთან, სურვილებთან და განზრახვებთან მუშაობისთვის.
  • გაერთიანების გზას - იმის გაგებას, თუ როგორ ხდის სხვებთან ერთობა შესძლებელს სულიერ აღქმას 

ეს კურსი მოგცემთ ავთენტური კაბალკის პირდაპირ წვდომას. ის მოგცემთ არამარტო ცოდნას, არამედ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს შინაგანი ცვლილებებისა და სულიერი წინსვლისათვის.

„ყველა ადამიანი ვალდებულია მიაღწიოს თავისი სულის ფესვს.“

- ბაალ ჰასულამი, „მოქმედი გონი“

ბნეი ბარუხის შესახებ

კაბალის აკადემია ბნეი ბარუხი (ისრაელში ასევე ცნობილია, როგორც „კაბალა ლაამ“) არის არაკომერციული და არასამთავრობო საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც მთელ მსოფლიოში ასწავლისკაბალის ავთენტურ სიბრძნეს. ბნეი ბარუხის მთავარი ოფისი მდებარეობს პეტაჰ ტიკვაში (ისრაელი) და ფილიალების ფართო ქსელი აქვს ისრაელსა და მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში. მის ინტერნეტ პლატფორმებზე კაბალას 600 000-ზე მეტი სტუდენტი და 4 მილიონი ონლაინ მომხმარებელი სწავლობს.

ბნეი ბარუხი ყოველდღიურად გადასცემს კაბალის გაკვეთილებს, ლექციებს და პროგრამებს კაბალისტ დოქტორ მიხაელ ლაიტმანის , და ბნეი ბარუხის წამყვანი მასწავლებლების მონაწილეობით, ერთდროული თარგმნით 30-ზე მეტ ენაზე. ყველა მასალა ხელმისაწვდომია ფართე საზოგადოებისთვის არქივში Kabbalah Media, რომელიც მსოფლიოში ერთადერთი პორტალია 20 000 კაბალის გაკვეთილით, 3000 ორიგინალური ტექსტით და 2 მილიონზე მეტი ფაილით, რომლებიც შეიცავს წიგნებს, სტატიებს და სხვას. მთელი მასალა უფასოდ არის ხელმისაწვდომი.

კაბალისტ მიხაელ ლაიტმანის შესახებ

კაბალას აკადემიის „ბნეი ბარუხის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი

  • მიხაელ ლაიტმანი დაიბადა ბელორუსის ქალაქ ვიტებსკში, ყოფილ საბჭოთა კავშირში (დღევანდელი ბელარუსი), 1946 წელს. ის 1974 წელს გადავიდა საცხოვრებლად ისრაელში, სადაც მოგვიანებით კაბალა აღმოაჩინა.
  • ის იყო კაბალისტ ბარუხ შალომ ჰალევი აშლაგის (1906-1991) მოსწავლე, რომელიც იყო კაბალისტ იეჰუდა ლეიბ ჰალევი აშლაგის (1884-1954) ვაჟი და გზის გამგრძელებელი. იეჰუდა აშლაგი ცნობილია როგორც ბაალ ჰასულამი [კიბის მფლობელი] წიგნი ზოჰარის სულამის (კიბის) კომენტარის დაწერის გამო. 
  • სწავლობს და ასწავლის კაბალას ბოლო 45 წლის განმავლობაში
  • ის არის 70-ზე მეტი წიგნის ავტორი კაბალის შესახებ, რომლებიც თარგმნილია 40-ზე მეტ ენაზე
  • მას გააჩნია ფილოსოფიის დოქტორის და ბიოკიბერნეტიკის მაგისტრის ხარისხი
ხშირად დასმული კითხვები

შემიძლია გაკვეთილის ყურება მოგვიანებით, პირდაპირ ეთერში ჩართვის ნაცვლად?

დიახ! ყველა გაკვეთილი ხელმისაწვდომი იქნება ჩანაწერების სახით და თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მასწავლებლებს დაუსვათ თქვენი კითხვები კურსის პლატფორმის მეშვეობით.

ვინ გვასწავლის?

თქვენ ისწავლით ბნეი ბარუხის კაბალის აკადემიის გამოცდილი ინსტრუქტორებისგან. თითოეული მათგანი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეისწავლიდა კაბალას კაბალისტ დოქტორ მიხაელ ლაიტმანთან და ამასთან დიდი პედაგოგიური გამოცდილება აქვთ.

რატომ არის კურსი უფასო?

ჩვენი მიზანია, გავხადოთ კაბალა ხელმისაწვდომი ყველგან და ყველასთვის. ჩვენ არ გვინდა, რომ ფინანსურმა შეზღუდვებმა ვინმეს სწავლის შესაძლებლობა შეუზღუდოს. სწორედ ამიტომ, კურსი უფასოდ არის შემოთავაზებული. ჩვენ თვითონ ვუზრუნველყოფთ ჩვენს ყველა ვებსაიტსა და ტექნოლოგიურ პლატფორმას და მოხალისეობრივად [ვოლუნტარულად] ვმუშაობთ. თუ გსურთ, რომ ჩვენს საქმიანობას მხარი დაუჭიროთ, მისასალმებელია ნებისმიერი შემოწირულობა - ეს გვეხმარება იმაში, რომ კურსი უფასო იყოს მათთვის ვისაც ეს სჭირდება.

ვის შეუძლია შეისწავლოს კაბალა?

კაბალის შესწავლა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს მისი წარმომავლობისა და რწმენის მიუხედავად. ის არ საჭიროებს რიტუალების შესრულებას. მასში არ არსებობს ამულეტები, წმინდა ნივთები ან მატერიალური თაყვანისცემა. კაბალის შესწავლა ნიშნავს რეალობის უფრო ღრმა ფენების შესწავლას და აღმოჩენას.

შემოგვიერთდით ონლაინ კურსზე

იწყება 2025 წლის 9 ნოემბრიდან

* ელ.ფოსტის მისამართი არასწორია
* ელ.ფოსტის მისამართი აუცილებელია
* ტელეფონის ნომერი არასწორია

© 2025 Bnei Baruch Kabbalah Academy. All rights reserved.