მთავარი გვერდი / სტატიები / ბნეი ბარუხის კაბალას აკადემიის ონლაინ ცოცხალი ლექციების Arvut პლატფორმის ხელმძღვანელობა

ბნეი ბარუხის კაბალას აკადემიის ონლაინ ცოცხალი ლექციების Arvut პლატფორმის ხელმძღვანელობა

 

Arvut პლატფორმა [https://arvut.kli.one/] არის მთავარი ადგილი, სადაც მეგობრები იკრიბებიან პირდაპირ ტრანსლიაციაში მონაწილეობის მისაღებად. გაკვეთილების დროს შეუფერხებელად მონაწილეობის უზრუნველსაყოფად და ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს შესანარჩუნებლად გთხოვთ, დაიცვათ კავშირისა და ქცევის წესები და მითითებები.

პლატფორმასთან დაკავშირებისთვის საჭირო ინსტრუქციები

სისტემაში შესვლა

1. გადადით სისტემაში შესვლის გვერდზე https://arvut.kli.one/

სისტემაში რომ შეხვიდეთ დააჭირეთ Login და ჩაწერეთ თქვენი Email (ელ ფოსტა) და Password (პაროლი).

2. თქვენი სამუშაო გარემოს გამართვა

შესვლის შემდეგ, თქვენ იხილავთ პარამეტრების გვერდს, სადაც შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის საჭირო პარამეტრები

  1. Camera - კამერა
  2. Microphone - მიკროფონი
  3. Room - ოთახი

მნიშვნელოვანია: თუ არ ხართ დარწმუნებული, რომელი ოთახია თქვენი, გთხოვთ, დაუკავშირდეთ აკადემიის გუნდს თქვენს ენაზე. არ შეხვიდეთ ოთახში, რომელშიც არ ხართ მიწვეული.

ოთახის შიგნით

ოთახში შესვლისთანავე აღმოჩნდებით თქვენს მეგობრებთან ერთად. აქ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ენა გაკვეთილის მოსასმენად.

ხელმისაწვდომი მართვის საშუალებები

თქვენ გაქვთ წვდომა რამდენიმე მართვის საშუალებაზე თქვენი მონაწილეობის სამართავად

  1. Microphone On/Off - მიკროფონის ჩართვა-გამორთვა
  2. Camera On/Off - კამერის ჩართვა-გამორთვა
  3. Broadcast On/Off - ტრანსლაციის ჩართვა-გამორთვა
  4. Audio Mode (for low-connectivity internet) - აუდიო რეჟიმი 
  5. Ask a question - დასვით შეკითხვა

1. ჩაცმულობის კოდი:

გთხოვთ, ჩაიცვათ მოკრძალებულად. მოერიდეთ სხეულის სიშიშვლეს ან შეუფერებელ ჩაცმულობას.

2. პოზიციონირება:

დარწმუნდით, რომ სწორად ზიხართ კამერის წინ (მოერიდეთ საწოლში წოლას ან ისეთ პოზებში ყოფნას, რომლებიც შეიძლება უპატივცემულოდ გამოიყურებოდეს).

3. მოწევა აკრძალულია:

თავი შეიკავეთ მოწევისგან პირდაპირი ტრანსლაციების დროს.

4. ფოკუსირება:

გაკვეთილების დროს მოერიდეთ მეგობრებთან ზედმეტ საუბარს, თუ ეს არ ხდება სემინარის დროს.

5. ბავშვები არ უნდა იყვნენ კამერის წინ:

ღონისძიებები განკუთვნილია 18 წელზე უფროსი ასაკის მონაწილეებისთვის, ამიტომ გთხოვთ, მოერიდოთ ბავშვების ვებკამერის წინ ყოფნას.

კითხვები ან ტექნიკური პრობლემები

თუ თქვენ გაქვთ რაიმე ტექნიკური სირთულე ან გაქვთ შეკითხვები პლატფორმასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ აკადემიის გუნდს თქვენს ენაზე დახმარებისთვის. ისინი მზად არიან დაგეხმარონ.

ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Arvut-ის ტექნიკურ მხარდაჭერას >>

ამ ინსტრუქციების დაცვით, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ჰარმონიული და ურთირთპატივისცემით სავსე გარემო Arvut პლატფორმაზე ყველა გაკვეთილებში მონაწილესათვის.

 

↑ ზევით დაბრუნება